E

566 68 5
                                    


რამდენი საათი გავიდა?

ერთი?

ორი?

სამი?

თუ უფრო მეტი?

საბრალო თეჰიონი,რამდენი ხანია გაუნძრევლად წევს თბილ ლოგინში,ჭერს მიშტერებია და ფიქრობს.როგორ შეიცვალა ცხოვრება ასე უცებ?განა სურდა ვინმესთვის გულის დარაბები გაეღო და შიგნით შემოეშვა?მან მისი სახელიც კი არ იცოდა.თუმცა რა გასაკვირია,ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ ერთმანეთი დაკბინეს ჯიუტი ბავშვებივით.უყვარს?არ იცის.მაგრამ გრძნობს,რომ ეს გრძნობა მოწონებაზე მეტია.

იგივეს ფიქრობს ჯონგუკიც.უფროსწორად ვერ ფიქრობს.არ იცის რას მიაწეროს პულსის აჩქარება ან თუნდაც მუცლის არეში უცნაური გრძნობა.გაკვირვებულია ქერათმიანის სიტყვებით.მას სურს,რომ ჯონგუკი დაეუფლოს?თუ უბრალოდ მის გრძნობებზე თამაშობს.სრულიად გაურკვევლობაში მყოფი ერთადერთ გამოსავალს ისევდაისევ თეჰიონში ხედავს.

ჯონგუკს თეჰიონი სჭირდება.
თეჰიონს ჯონგუკი.

საბოლოოდ კი...

ჯონგუკს თეჰიონი მოსწონს.
თეჰიონს კი ჯონგუკი.

Different sides||Taekook✔Where stories live. Discover now