თეჰიონისა და ჯონგუკის ქორწინების შემდეგ მრავალმა წელიწადმა განვლო.წყვილს შორის, ბედნიერ მომენტებთან ერთად, კამათებიც ხშირი იყო, მაგრამ ყველა თბილი კოცნითა და ალერსით სრულდებოდა.
ამ წლების მანძილზე თეჰიონსა და ჯონგუკის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ჯონგუკმა შეძლო საკუთარი ოცნების ახდენა და ცნობილი ბიზნესმენი გახდა, ამის გამო მას ბუსანიდან სეულში გადასვლა მოუწია, მაგრამ არამარტო. თეჰიონიც მას გაყვა და თავისი საქმიანობა განაგრძო.
ქორწინებიდან 2 წლისთავზე მათ ოჯახს პატარა წევრი შეემატა, რომელმაც წყვილის ოჯახური იდილია გააორმაგა.
პატარა იზრდებოდა, იზრდებოდა და ბოლოს, მამამისის, ჯონგუკის ბიზნესის გაფართოვებაც შეძლო, რომელიც არა მხოლოდ კორეას, არამეს მთელ მსოფლიოს მოიცავდა.
მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ცუდსა თუ კარგს, ყველაფერს დასასრული აქვს. სიმოხუცის ჟამს, თბილ ლოგინში მწოლიარე თეჰიონმა, რომელსაც თავი ჯონგუკის მხარზე ჰქონდა დასვენებულო, ბოლოჯერ გამოუტყდა მეწყვილეს სიყვარულში და სამუდამოდ ჩათვლიმა.
ჯონგუკი ტიროდა და ქერას თმებს ეფერებოდა, რომელიც უკვე სულ გათეთრებულიყო. ეცინებოდა, მწარედ ეცინებოდა, როდესაც მოგონებები თვალწინ გაურბენდა. ენატრებოდა ძველი დრო და ენატრებოდა თეჰიონი.
რამდენიმე დღეში ჯონგუკთან ისევ ისეთი თეჰიონი მივიდა, როგორიც პირველი შეხვედრისას ნახა. ჯონგუკს თავისი სიყვარულის დანახვისთანავე გაეღიმა და დაფიქრების გარეშე ჩაჰკიდა მის გამოწვდილ ხელს თავისი.
წყვილი გაუდგა ყვავილებით გადაჭრელებულ მინდორს, ბოლოს კი ჰორიზონტს მიღმა აღმოჩნდნენ.
მთელმა მსოფლიომ იცოდა, როგორ უყვარდა ბატონ ჯონგუკს თავისი გულის სწორი, თეჰიონი. ბევრისთვის კი სამაგალითოებიც აღმოჩნდნენ.
ისინი არ მომკვდარან.
ისინი შორს წავიდნენ, ძალიან შორს, ჩვენგან შორს.წავიდნენ იქ, სადაც ისევ შეხვდება თავქარიანი, ახალგაზრდა თეჰიონი, თმის ღერიდან ფეხის თითამდე სერიოზულ ჯონგუკს.
წავიდნენ იქ, სადაც მათი ისტორია თავიდან დაიწერება.
კიმ თეჰიონი და ჯეონ ჯონგუკი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ადამიანები იყვნენ.როგორც ცა და დედამიწა,ან თუნდაც მაგნიტის სხვადასხვა პოლუსები.
დასასრული
01.06.2019
©️D1SE0K_