მეორე დილით ჯონგუკმა მოზღვავებული ენერგიით გაიღვიძა ხის მორი,რომ მიგეცათ ალბათ კბილებით გაბრდღვნიდა.გრძნობდა,რომ ფეხებზე ალი ეკიდა,გული კი უცნაურად უცემდა.რამდენიმე ფინჯანი ყავა დალია,მაგრამ უკეთესობა ვერ იგრძნო.იქნებ გული რამე კარგს უგრძნობს?ერთადერთი რაზეც ფიქრობდა პარკი იყო.უნდოდა ისევ დამჯდარიყო იმავე ადგილას სადაც გუშინ მიეძინა,მაგრამ ახლა იქ წასვლა მხოლოდ იმიტომ უნდოდა,რომ თეჰიონის დიდრონი ღიმილისთვის ეცქირა.და რას აკეთებდა ამ დროს თეჰიონი?არც არაფერს.იჯდა და ახლადგამოსულ ჯურნალს კითხულობდა,მაგრამ აზრი ვერ გამოჰქონდა.ახლა მისი ფიქრები მთლიანად იმ იდუმალი ბიჭისკენ იყო მიმართული,რომელმაც მისი ყურადღება მიიქცია.
როგორ ძალიან უნდოდა ისევ ენახა და შეხებოდა.უნდოდა სახეზე მისი გრძელი თითები ჩამოესვა და ახლად ამოსულ წვერზე გათამაშებოდა.უნდოდა ხელები ბიჭის მკერდზე დაეწყო და თვალებში ჩაეხედა.ნეტავ თუ ნახავენ ისევ ერთმანეთს?
ორივე თვალის დახამხამებაში კარს მიღმა ხვდება.ორივეს ერთი მიზანი აქვს.ორივე ერთი პუნქტისკენ მიიჩქარის.თეჰიონი სახალხო ავტომობილით,ჯონგუკი კი თავისი ახალი ნაყიდი მანქანით.თეჰიონს უყვარს ხალხი და მათთან საუბარი,ჯონგუკს არა.თეჰიონი ბედნიერია,ჯონგუკიც ბედნიერია.
თეჰიონს ჯონგუკის ნახვა სურს.
ჯონგუკს კი თეჰიონის.