-მიყვარს ახალი წელი-დაიჩურჩულა თეჰიონმა და აწითლებული ცხვირი კაშნში ჩამალა.-მეც მიყვარს ახალი წელი.თითქოს ყველაფერი თავიდან იწყება.ახალი შანსები,ახალი იმედები,ახალი ცხოვრება-გაიღიმა ჯონგუკმა და თეჰიონს ხელი მოხვია.უკანასკნელისგან კი მუჯლუგუნი მიიღო.
-გავიგე დღეს პარკში ფეიერვერკებს გაუშვებენ.არ გინდა ვნახოთ?-უთხრა თეჰიონმა შემდეგ კი ჩუმად დაამატა-ახალი წელი იდეალურად დაიწყება თუ შენთან ერთად ვიქნები.
-მოიცა რა თქვი?-გაოგნდა ჯონგუკი,ეს ბიჭი დღითიდღე აოცებს მას.
-რა?არც არაფერი.არაფერი მითქვამს მე-შეიცხადა ქერამ.
-არა,შენ თქვი,რომ ახალი წლის ჩემთან ერთად გატარება გსურს.კი ზუსტად ასე იყო-გადაიხარხარა და თეჰიონს მოუღუტუნა(IDK რანაირი სიტყვაა:დ).
-შეწყვიტე ჰაჰა-იხვეწებოდა თეჰიონი,შემდეგ კი სახე დაასერიოზულა-დღეს რაღაც უნდა გითხრა.
-ინტრიგანი ხარ იცი?-გაიბუტა ჯონგუკი-წავიდეთ,ახალ წლამდე 10წუთი დარჩა.
ჯონგუკმა მეწყვილეს ხელი ჩაჰკიდა და ერთად გაუყვნენ გზას ახალი ცხოვრებისაკენ.ეს საღამო მათთვის ახალი ეტაპის დასაწყისია,ახალი ცხოვრების.ჯონგუკი მზადაა დარჩენილი წლები თეჰიონთან ერთად გაატაროს და გააბედნიეროს იგი.თეჰიონსაც მასთან სურს.სურს სიცოცხლის ბოლომდე მის მუქ თვალებს შეჰყურებდეს და მასშივე იძირებოდეს.
განა რა ცოტაა არა საჭირო ბედნიერებისთვის?
ჯონგუკს თეჰიონი ჰყავს.
თეჰიონს კი ჯონგუკი.