[not edited]-ჯეონ(ჯონ) ჯონგუკი-დაიჩურჩულა ჯონგუკმა ისე,რომ ჰორიზონტისთვის თვალი არ მოუშორებია და გვერდით მჯდომის შეშინებაც მოახერხა უცაბედი გამოჩენით.
-უკაცრავად?-წამოიყვირა ქერამ და ბიჭს მიაშტერდა.დღეს უფრო სიმპატიური ეჩვენებოდა,ვიდრე გასულ დღეებში იყო.
-შეგიძლია გუკი დამიძახო-გაიღიმა ჯონგუკმა და პარტნიორს თვალებში ჩააშტერდა-ახლა შენი ჯერია.არ მეტყვი რა გქვია?
-არა,ვდიქრობ ჯერ ადრეა.თანაც სრულიად უცხო ხარ-მხრები აიჩეჩა თეჰიონმა და თავი უკან გადახარა.
გაბრაზებული იყო.
ჯონგუკზე.-იცი დღეს მთელი დღე ამ სკამზე ვზივარ და გელოდები,შენ კი მხოლოდ საღამოს გაგახსენდი.მგონი უკვე სკამის ფორმაც მივიღე.ძალიან მშია,ჩემთან ვალში ხარ-დამტუქსველი ტონით თქვა ქერამ და ვარსკვლავების თვალიერება დაიწყო.
ჯონგუკი კი ისევ გაუცდა ბიჭის სიტყვებით.ნუთუ მთელი დღე აქ იმისთვის იჯდა,რომ ბიჭს ელოდა?ამ დროს ჯონგუკი მეგობრებთან ერთად ერთობოდა.ძალიან გაბრაზდა საკუთარ თავზე.
-მაპატიე,მე..მე არ ვიცოდ..დი.ბოდიში კარგი?გინდა ცხელ კაკაოზე და ფუნთუშაზე დაგპატიჟებ ერთი ად...-სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო,როცა თეჰიონი ჩაერთო.
-მინდა,რათქმაუნდა მინდა-ფეხზე წამოხტა და გაიღიმა-იცი იქ ერთი თანავარსკვლავედია,რომელიც შენ ძალიან გგავს-წამოიძახა და ხელი ცისკენ გაიშვირა.
ამ დროს ჯონგუკიც ფეხზე წამომდგარიყო და თეჰიონს მიშტერებოდა.
-მე?აბა რომელი?
-აი ის ბაჭიის ფორმა,რომ აქვს-გაიღიმა თეჰიონმა და ხელები ჯიბეში ჩაიწყო.აშკარად ციოდა,რადგან სხეული ოდნავ უთრთოდა.
-იცი ამ სიტყვების გამო ცოტათი ნაწყენი ვარ,მაგრამ აჰა ჩემი ქურთუკი მოიცვი,გცივა,ასე ხომ გაცივდები-ჯონგუკმა ტყავის ქურთუკი გაიხადა და ქერას მოახურა.
თეჰიონმა მადლობა გადაუხადა და ყველაზე ახლოს მყოფი კაფისკენ დაიძრნენ.
ამ დროისთვის ჯონგუკს უკვე მოესწრო მისი თბილი ხელის,თეჰიონის ცივ ხელზე ჩაჭიდება.
უკანასკნელის საქციელით შეცბუნებულმა თეჰიონმა ვერ გაიაზრა რა უნდა ექნა და ლოყები ოდნავ გაუწითლდა.ჯონგუკი თეჰიონს აბედნიერებს.
თეჰიონი კი ჯონგუკს.💙💜💙💜💙💜