[not edited]-თეჰი მოიცადე-ქოშინით ძლივს ამოთქვამს ჯონგუკი და ცდილობს ქერას ყურადღება მიიქციოს.თეჰიონიც არ აყოვნებს,უკან იხედება და ბიჭს ხელს უქნევს.
-გუკი აქ რას აკეთებ?არ გელოდი?-ჩაილაპარაკა თეჰიონმა და ბიჭს მოეხვია.
-არ შეიძლება ჩემს შეყვარებულს სამსახურში მივაკითხო ხოლმე?მომენატრე და მოვედი,თან შენი საყვარელი დონატები წამოგიღე-ჯონგუკი იღიმის და მეწყვილეს ისევ გულში იკრავს.
-პატარა სულელო,რამდენიმე საათის წინ დავტოვე სახლი-იცინის თეჰიონი.მას ძალიან უყვარს ჯონგუკის ბავშვური საქციელები.თავიდან ბოლომდე დარწმუნებულია,რომ როდესაც ჯონგუკი ცელქობს მასზე საყვარელი არავინ არ არის.
-შეიძლება გაკვეთილს დავესწრო?ძალიან მაინტერესებს როგორი მასწავლებელი ხარ,იქნებ მეც მომანდომო ხატვა-იცინის ჯონგუკი და თეჰიონისაგან მუჯლუგუნს იღებს.
--------------
-ესეც ასე,ბავშვებო კარგები იყავით,ხვალამდე გემშვიდობებით-ღიმილით იძახის თეჰიონი და ბავშვებს დამშვიდობების მიზნით ხელს უქნევს.
როდესაც კლასი ცარიელდება ხვდება,რომ მისი და ჯონგუკის გარდა ოთახში პატარა გოგონაც ზის და მას თვალებში აშტერდება.-ამ,მინა თავისუფალი ხარ,შეგიძლია წახვიდე-უხერხულად იღიმის თეჰიონი და თმებს იჩეჩს.
-თეჰიონ ოპა,შეიძლება რაღაც გკითხოთ?-ასევე უხერხულად კითხულობს გოგონა და ღაწვები ოდნავ უწითდება.
-რათქმაუნდა საყვარელო-იღიმის თეჰიონი და იმუხლება,რომ გოგონასთან უფრო ახლოს იყოს და შეძლოს მისი ჩახუტება.
-თეჰიონ ოპა,ვინ არის ის ბიჭი კუთხეში?მთელი გაკვეთილის მანძილზე თქვენთვის თვალი არ მოუშორებია.