-რა იყო პატარავ ასე ძალიან მოგენატრე,რომ ჩემს სანახავად ისევ დაბრუნდი?-ესმის ის საზიზღარი,ამაზრზენი ხმა,რომლის გაგონებაც ახლა ყველაზე მეტად სურდა.-რ-რა?რა სისულელეა?მე?შენ სანახავად?ასე ნუ ხუმრობ რა-დაბნეულმა გაიცინა თეჰიონმა და ჯონგუკს მხარზე რამდენჯერმე ხელი დაუტყაპუნა.
-კარგი,აბა აქ რას აკეთებ?-დაეჭვებით იკითხა ჯონგუკმა და თეჰიონს თვალებში ჩააშტერდა,რამაც ის უფრო დააბნია.
-მე?მე აქ...მოიცა დაკითხვაზე ვარ?ან საერთოდ შენ რატომ უნდა გითხრა რამე მძინარე მზეთუნახავო?გამატარე ბავშვებთან მეჩქარება-ამოიოხრა თეჰიონმა და ჯონგუკს გვერდი ჩაუარა,მაგრამ უკანასკნელმა გზა გადაუღობა და წინ დაუდგა.
-ბავშვებთან,რომლებიც სკოლაში არიან?რატომ მატყუებ ბაჭიავ?-უჩურჩულა ჯონგუკმა.
-ჩვენ შორის ბაჭია მხოლოდ ერთია და ისიც შენ ხარ.საერთოდ რანაირი კბილები გაქვს,მართლა ბაჭიას გავხარ,მაგრამ დამერწმუნე ისინი უფრო საყვარლები არიან ვიდრე შენ-ამაღად მიუგო თეჰიონმა და ჩაახველა.ჯონგუკისგან მხოლოდ გაცინება მიიღო.
-საინტერესო ჩანხარ.მიუწვდომელი,როგორც ვარსკვლავი.უსასრულო,როგორც გალაქტიკა.მაგრამ აღარ გავაგრძელებ,რადგან ვარდივით ეკლები გაქვს და საშინლად იჩხვლიტები.
-ოჰ ბატონო,რომანტიკოსო ვარდი ხომ მისი ეკლების გამო რთული მოსაპოვებელია?მოძებნე და იპოვე ადვილი ხერხი,თუ ჩემი ხელში ჩაგდება გსურს.ვფიქრობ წინააღმდეგი არ ხარ,რადგან ჩემს მიმართ სულაც არ ჩანხარ გულგრილი-უჩურჩულა თეჰიონმა,ზურგი აქცია და წავიდა.
ჯონგუკი კი ადგილზე გაშრა.ამ წუთას მისი გრძნობები სააშკარაოზე გამოიტანეს.აღიარა,რომ ბიჭისგან ამდაგვარ საქციელს არ ელოდა.ერთი ღრმად ამოიოხრა და თან სიტყვები ამოიბუტბუტა:
-იმედია ხვალაც შევხვდებით.