I

961 78 9
                                    


საღამო იყო.თეჰიონი პარკში გავიდა,რომ პატარებთან ერთად ეთამაშა.მას ხომ ძალიან უყვარდა ბავშვები.ხან რას თამაშობდნენ ხან რას.
სწორედ ამ დროს ჯონგუკიც პარკში აღმოჩნდა.სიარულისგან დაღლილი იქვე ხის სკამზე დაესვენა და გაინაბა.მოსვენება ვიღაცის ხმამაღალმა სიცილმა შეაწყვეტინა.ცალი თვალი ჭყიტა და ირგვლივ მიმოიხედა.
ჰორიზონტზე მხოლოდ რამდენიმე ბავშვი და მასზე ერთი თავით დაბალი ქერა ბიჭი შენიშნა.
თავიდან ყურადღება არ მიუქცევია და ისევ საწყის პოზაში დაბრუნდა.
მაშინვე წამოხტა ფეხზე,როცა ბიჭმა ისევ ხმამაღლა გაიცინა და მისი ხარხარი მთელ პარკს მოედო.გამწარებული გარბოდა ხმის პატრონისკენ და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.

-ჰეი შენ.

-მე?-გაიკვირვა თეჰიონმა,ირგვლივ მიმოიხედა და საჩვენებელი თითი გულზე მიიდო.
ჯონგუკს გააჟრჟოლა.არასდროს მოესმინა ასეთი ბოხი,უხეში და თან მელოდიური ხმა.

-დიახ,შენ.არ იცი,რომ აქ ხალხი განსატვირთად მოდის?

-რათქმაუნდა,ეს ხომ პარკია.

-დიახ და იცი რა არის შემაწუხებელი?

-რა?

-შენი სიცილი.ასე ძალიან,რომ მაწუხებს.შეგიძლია ხმა ჩაიგდო და ისე იცინო.

-მომისმინე მისტერ "სიცილზე ალერგია მაქვს და ვინც ჩემთან ახლოს გაიცინებს მაგრად დავცოფავ",ეს პარკია და სწორედ ამიტომ ხალხი აკეთებს იმას რაც სურს,გარდა ძილისა.შენ თუ გინდა,რომ მძინარე მზეთუნახავის როლი მოირგო,შეგიძლია შენს სახლში წახვიდე და იძინო რამდენიც გინდა.მე სიცილს ვერ დამიშლი გასაგებია?

ხმის ტემბრის შეუცვლელად ამოილაპარაკა თეჰიონმა,მის წინ მდგომ ბიჭს ამრეზით გახედა და ისევ ბავშვებს მიუბრუნდა,რომლებიც ამდენი ხნის მანძილზე მას გულშემატკივრობდნენ.
ჯონგუკი გაბრაზდა.განა იმიტომ,რომ ვიღაც შეეპასუხა.არამედ იმიტომ,რომ კამათისას წააგო და ლამის მიწასთან გაასწორეს.

სწორედ ამ პატარა ინციდენტიდან დაიწყო თეჰიონისა და ჯონგუკის სამუდამო სასიყვარულო ისტორია,რომელსაც ვერც დრომ და ვერც მანძილმა ვერაფერი დააკლო.

Different sides||Taekook✔Where stories live. Discover now