-1-

1.9K 134 9
                                    

ზამთარია, ყინავს, ქუჩები განათებულია. ადამიანები ბედნიერები არიან რადგან ყავთ ერთმანეთი. ზოგი მარტოა, ზოგს თავისი ადამიანი უთბობს გაყინულ ხელს, ზოგი იმით ტკბება თუ როგორ თოვს. უამრავი ტიპის ადამიანს შეხვდები და გაიცნობ თუ მათ დააკვირდები. ჩემს საყვარელ კაფეში ვზივარ და როგორც ყოველთვის ვწერ. ვწერ ადამიანებზე და ვცდილობ ყველა შევისწავლო. ეს ბედნიერებას მანიჭებს. კარები იღება, შემოდის მაღალი, შავებში ჩაცმული, დაახლოებით 21-22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი. ვუყურებ და ვხვდები რომ მარტოა, არავინ ყავს. ეს ჩემი დიდი ხნის ადამიანებზე დაკვირვების შედეგად გამოტანილი დასკვნაა, მე ხომ მას საერთოდ არ ვიცნობ? შეკვეთას აძლევს და ჩემს გვერდით მაგიდასთან იკავებს ადგილს. დიდ შავ კაპიშონს იწევს და შავ თმებს უკან იგდევს, რასაც მისი თავის გადაწევაც მოყვება. ვუყურებ და ვფიქრობ რომ ამ ადამიანში რაღაც განსაკუთრებულია, თუმცა თავადაც არ ვიცი რა. უკვე ღამის 11საათია ის კი ისევ აქ არის. წასვლა გადავწყვიტე. ყურსასმენები გავიკეთე და ქუჩის კუთხეში სიარული ჩაფიქრებულმა გავაგრძელე. არ ვიცი რატომ მაგრამ ისევ იმ ადამიამზე ვფიქრობ, ვფიქრობ თუ რა შეიძლება იყოს მასსში განსაკუთრებული.

მე პაკ ჯიმინი ვარ, 19წლის. დედასთან და ჩემს დასთან, მომოსთან ერთად ვცხოვრობ.მამაჩემი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. საკმაოდ შეძლებული ოჯახის შვილი ვარ, არაფერი მაკლია, თუმცა არ ვგავარ გათამამებულ, თავში ავარდნილ ბავშვებს სიმდიდრის გამო. ჩემი მეგობრების მაღლა არასდროს დავმდგარვარ და ყოველთვის ასე იქნება. ჩემი მეგობრები თეჰიონი და ჰობი მაშინ გავიცანი როცა ბუსანიდან სეულში გადმოვედი. მათ გარეშე არაფერი ვარ, არ მიყვარს მათ გარეშე გატარებული დრო, გარდა იმისა,რომ ღამე კაფეში მარტო დავდივარ. ეს უკვე ჩვევად მექცა. ადამიანების შესწავლა.

უკნიდან ვგრძნობ რომ ვიღაც მომყვება, ვცდილობ არ დავიბნე და არ შევშინდე. ფეხის ნაბიჯებს ვუმატებ, მესმის როგორ მოაბიჯებს ის ადამიანი და როგორ ეხება მისი ფეხები წყალს. მოსახვევში ჩავუხვიე. ცოტახნით ფეხის ხმა შეწყდა, თუმცა მალევე ისევ ისმოდა ზუსტად იგივე ხმა. ოდანვ თავი მოვატრიალე, ის შავებში ჩაცმული ადამიანი ჩემს უკან მოდიოდა. თუმცა რატომ? რა უნდა? რატომ მომყვება? კიდევ უფრო ავუჩქარე ნაბიჯებს. თავში იმდენი სისულელე მომდიოდა რომ ამ ადამიანზე განსაკუთრებული თვისების ძიება წამიერად შევწყვიტე. გზაზე გადავუხვიე და კუთხეში დავიმალე. უნდა დავრწმუნებულიყავი რომ ის მე უკან არ მომყვებოდა. როდესაც ის წინ წავიდა უკან გავყევი, ზუსტად იმ გზაზე მიდიოდა სადაც ჩემი სახლი იყო. საქმე კი იმაშია რომ შავებში ჩაცმული ყმაწვილი ჩემი მეზობელია. ჩემს გვერდით სახლში ცხოვრობს სადაც აქამდე არასდროს არავინ მინახავს. უამრავი რამ მსმენია ამ სახლზე, რომ ის მიტოვებულია, იქ ძალიან უცნაური ხალხი ცხოვრობდა. ეს ყველაფერი ჩემი მეზობლისგან, მიასგან გავიგე. მთელი ღამე ფიქრში გავატარე. მეორე დილით კი, როგორც ადამიანების უმეტეაობა აკეთებს, მის სახლთან ტორტით ხელში მივედი რადგან მივსალმებოდი და გამეცნო ისე როგორც ახალი მეზობელი. თუმცა კარები არავინ გამიღო. უცნაურია, რადგან დილით ამ სახლიდან უჩვეულოდ განსხვავებული მელოდიის ხმა გამოდიოდ.

მოგესალმებით💙 გადავწყვიტე ისევ ჯიკუკზე დამეწერა ფიკი, ძალიან გამიხარდება თუ მოგეწონებათ💙💙 ვფიქრობ რომ წინ ძალიან საინტერესო ისტორია გველის😁💙

WHO ARE YOU •Completed• ✅Where stories live. Discover now