-5-

755 109 4
                                    

რა უნდა გააკეთო იმ შემთხვევაში თუ უცნაურ ადამიანთან აღმოჩნდები, წასასვლელი არ გაქვს, ვერ გაიქცევი. თუ გაიქცევი მოგკლავს. ამ შემთხვევაში თავი როგორ უნდა დააღწიო. ალბათ რამე სისულელეს წამოროშავ ან შიშისგან ჩაიფსამ. ის ჩემი მასწავლებელია, ჩემი მეზობელია, არაფერს დამიშავებს ალბათ. ჰო ალბათ.
-ანუ მე მეძებდი?-მის ხმაში ვნება იგრძნობოდა, ტუჩები უემოციოდ ჩემს სახეზე ააცურა,შემდეგ კისერზე. რა ჯანდაბას აკეთებს.
-უკაცრავად, შემიძლია წავიდე?-თვალები გააფართოვა და უკან დაიხია.
-კი რათქმაუნდა. შეგიძლია წახვიდე.-ამაზე უკეთესს იმ მომენტში ვერავინ მეტყოდა. კიბეებზე ჩავდიოდი, მისმა ხმამ კი იქვე შემაჩერა.
-ახლა მიდიხარ, მაგრამ იცოდე, შენ იმ სახლში შემოდგი ფეხი სადაც შენი ადგილი არ არის. თავი აარიდე აქაურობას, მეორედ აქ არ დაგინახო. თუ ჩემს სიტყვებს შეეწინააღმდეგები შენი საქციელით იცოდე...-მკაცრი. საშიში. ისეთი ტონით მესაუბრებოდა ცოტაც და მომკლავდა. წინადადება არ დაუსრულებია, ისევ ანგელოზის სახე მიიღო. ამ ადამიანს ვერასდროს გავუგებ.
-დ...დიახ.-ამოვიბლუყუნე და კიბეებზე ისე სწრაფად ჩავედი რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. კარებიდან გავედი და შვება ვიგრძენი. თითქოს დიდიხნის დაბმული ვიყავი და ხელებიდან თოკი მომხსნეს.

ღამის 8საათი. კაფეში ვარ. ვწერ ჯონგუკზე და მის უცნაურობაზე. კარები იღება. ის აქ არის. ჩემს წინ დაჯდა. ნერწყვი ისე ხმამაღლა გადავყლაპე, ალბათ მანაც გაიგო.-გინდა რამე ვჭამოთ?-ამას მე მეუბნება? ადამიანს რომელსაც სიკვდილით დაემუქრა?
-არა, მადლობთ.-ვცდილობ თავშეკავებული ვიყო მასთან.
-შენ რა, წერ?
-დიახ, მე ადამიანებზე ვწერ.
-ვაუ. სიანტერესოა. ჩემზე შეგიძლია რამე დაწერო?-კიდევ კარგი არ იცის რომ მასსზე მთელი 10 გვერდი მაქვს დაწერილი. ჩავუღიმე და თავი დავხარე.
-დღეს სკოლაში რატომ არ იყავი ჯიმინ? აჰ ხო გამახსენდა. შენ ჩემს სახლში შემოიპარე და რაღაცას ეძებდი. ასე არ არის?
-იცით...მე თქვენ გეძებდით. ეს უკვე ხომ გითხარით?
-კი მითხარი.მაგრამ არ გითქვამს რატომ .-ახლა რა ჯანდაბა გავაკეთო? რა ვუპასოხო.
-მე მინდა თქვენთან მოვემზადო ბიოლოგიაში.-ყოჩაღ იდიოტო. ახლა შენ მას შანსი მიეცი რომ მოგკლას. რა ჯანდაბა ვთქვი, ააჰ რა იდიოტი ვარ.
-ძალიან კარგი, ხვალ სკოლის შემდეგ ჩემთან გელოდები.- წასვლა დააპირა, შემდეგ კი ჩემს გვერდით გაჩერდა.
-როდესაც ჩემს სახლში შემოხვალ ერთადერთი წესი დაიმახსოვრე. არ გაბედო მეორე სართულზე ასვლა.-ის ახლა მე დამემუქრა? იდიოტი ნაბიჭვარი. უფრო მაძლევს მოტივს რომ გამოვააშკარავო, გავიგო ვინ არის სინამდვილეში.

WHO ARE YOU •Completed• ✅Where stories live. Discover now