-ოჰო, ჩვენი ნაბიჭვარი ჯონგუკიც მოსულა. ხომ კარგი სახელი შეგარქვი?
-ჯიმინ შეწყვიტე.მანქანაში ჩაჯექი.-მკლავზე ხელი მომიჭირა და მანქანისკენ წამიყვანა.
-ხელი გამიშვი. არ შემეხო.
-მომისმინე ჯიმინ. ზედმეტები მოგდის, ნასვამი ხარ. მანქანაში ჩაჯექი. აღარ გავიმეორებ.
-შენ რა მემუქრები იდიოტო? რომ არ ჩავჯდე რას იზავ? აქვე გამჟიმავ?
-ჯიმინ შეწყვიტე !!-ლოყაზე მხურვალე ხელი ვიგრძენი. მან მე დამარტყა.
-ნაბიჭვარო !-გონება დავკარგე, მის მკერდზე დავეცი, შემდეგ არაფერი მახსოვს.ზურგი და კეფა ისე საშინლად მტკივა რომ თავს ძლივს ვწევ. ვერ ვაანალიზებ სად ვარ. ისეთი გარემოა რომ შიგნიდან ვიყინები, სული მეხუთება.
-გაიღვიძე?
-ჯ..ჯონგუკ? სად ვართ? ეს რა სახლია?
-დაწყნარდი პატარავ. გუშინდელის მერე ძალიან შეცვლილი ხარ. ანუ როცა სვამ ძალიან თამამად შეგიძლია საუბარი.-ჯანდაბა, რა ჩავიდინე. ან რა ვუთხარი. რატომ არაფერი მახსოვს?
-ვიფიქრე ორივეს გვჭირდებოდა განტვირთვა, ამიტომ აქ წამოგიყვანე.
-მე სახლში უნდა დავბრუნდე. არავინ იცის აქ რომ ვარ. ინერვიულებენ.
-დედაშენს თუ გულისხმობ ნუ ნერვიულობ. მე ის გავაფრთხილე რომ ჩემთან ერთად სკოლის ერთერთ პროექტზე უნდა გამომყოლოდი.-არარსებობს. იტყუება. დედაჩემს არ მოსწონს ჯონგუკი და შესაბამისად ამას არ დაუშვებდა.
-მოდი ისაუზმე.
-არ მშია.
-კარგი როგორც გინდა, მაგრამ იცოდე რომ მშიერი დარჩები.-მაგიდას მიუჯდა და ჭამა დაიწყო. თვალები გადავატრიალე და გარეთ გავედი. ლამაზია აქაურიბა, თუმცა აზრზე არვარ სად ვართ, ან რატომ ვართ აქ მხოლოდ ჩვენ. შიგნით შევედი. ის რაღაცას კითხულობდა.
-შეგიძლია მითხრა აქ რატომ მომიყვანე?
-ვფიქრობ არარის საჭირო იცოდე.
-რაა? შენ მე ძალით წამომათრიე სადღაც და არარის საჭირო ვიცოდე რატომ?
-ზუსტად. სწორედ მიმიხვდი.
-წადი შენი ჯონგუკ. ჯანდაბამდეც გზა გქონია. მე მივდივარ.-ფეხეზე წამოდგა და წინ დამიდგა. ვერ ვიტან როცა ასეთი თვალებით მიყურებს.
-ვერსად ვერ წახვალ. ეს უკვე გითხარი? აქ დარჩები და როცა მე გადავქყვეტ მაშინ წავალთ. ახლა კი უკან დაიხიე და ფეხი არ მოიცვალო.
-რა უფლება გაქვს რომ მბრძანებლობ? ან იქნებ იმაზე ვილაპარაკოთ რატომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში?
-ჯიმინ..
-რა ჯიმინ? რა ჯიმინ ჯონგუკ? შეგიძლია ყველაფერზე გამცე პასუხი? არა არშეგიძლია. იმიტომ რომ იტყუები, იმიტომ რომ თავადაც არ იცი რას აკეთებ, თავადაც არ იცი რატომ ხარ აქ ჩემთან ერთად.-მაკოცა. გული ამიჩქარდა, ძალა გამომეცალა როგორც ყიველთვის. მინდოდა არ მოეშორებინა ტუჩები, მინდოდა მივკრობოდი და არ მოვშორებულიყავი. რა მემართება.
-ესეც ასე. კიდევ თუ დამისვავ ამდენ შეკითხვას, ყოველ ჯერზე ასე მიიღებ.-ცალყბად ჩამიცინა და ისევ რაღაცის კითხვა განაგრძო.
YOU ARE READING
WHO ARE YOU •Completed• ✅
Teen Fictionფიკი მოგვითხრობს 19წლის პაკ ჯიმინზე და მის მასწავლებელზე, რომელიც იდუმალებით არის მოცული.