-11-

684 103 4
                                    

სისხლი. ყველგან სისხლი. ადამიანი რომელიც ოთახის კუთხეში თავჩაღუნული იჯდა. ვიმედოვნებდი რომ კარგად იქნებოდა, თუმცა მან როცა თავი აწია....უბრალოდ გავქვავდი.

მასთან მივვარდი, ფეხზე წამოვაყენე. ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი, მთელი ოთახი. მისი სახე კი დაჟეჟილი, მისი ხელები, მისი ფეხები სულ სისხლიანი იყო.
-ჰეეიი, კარგად ხარ? ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩდი.
-აქედან წადი, მან აქ არ უნდა დაგინახოს.
-ჯონგუკს გულისხმობ?
-ხ...ხო.
-ეს ყველაფერი, ჯონგუკმა ჩაიდინა?
-კი.
-შეგიძლია მომიყვე ყველაფერი? ვინ ხარ, რა გქვია. აქ როგორ აღმოჩნდი.
-მე..მე იუნგი ვარ. ჩემს ოჯახთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობდი სანამ ის გამოჩნდებოდა. ის ჩემი მასწავლებელი იყო. მან მე ცხოვრება დამინგრია. ოჯახს და მეგობრებს მომწყვიტა და აქ წამომიყვანა. ყოველ დღე მცემდა. მიზეზი კი ჯერაც არ ვიცი. ის.. ფსიქოპატია.-სულ ვკანკალებდი, ხელებს და ფეხრბს ვერ ვიმორჩილებდი.
-შენ მისი მორიგი მსხვრპლი იქნები.
-ეს ყველაფერი დაიჯერე?-კარებზე მიყუდებული ჯონგუკი ცალყბად გვიყურებდა.
-არცერთი სიტყვა დაიჯერო. ის ავადმყოფია. ხომ გჯერა ჩემი?
-შენი მჯერა? შენი ჯონგუკ? ეს განა შენ არ ჩაიდინე? ჩემი თვალით ვხედავ ყველაფერს და გთხოვ, ნუ უარყობ. შენ ის გაანაგურე, აწამებ. იმ დღეს დაგინახაე ვიღაცას გამეტებით რომ ურტყავდი. თურმე ეს საწყალი ყოფილა. ამას რატომ აკეთებ? მოგწონს რო გემორჩილებიან? მოგწონს ადამიანების სისხლს რომ სვამ? მოგწონს ცხოვრებას რომ უნგრევ?
-ჯიმინ ის იტყუება!!!
-მან მითხრა რომ შემდეგი მე ვარ.
-ჯიმინ.-ჩემთან მოვიდა და ხელები სახეში ამომიდო.
-მომაშორე შენი ბინძური ხელები, არ გაბედო და არ შემეხო. ახლავე პოლიციაში ვრეკავ.
-ამას არ გააკეთებ.
-კარგად არ მიცნობ ჯონგუკ.-ტელეფონი ამოვიღე და დარეკვას ვვცდილობდი როცა ხელიდან გამაგდებინა. უკნიდან ძლიერი დარტყმა ვიგრძენი. გავითიშე.

WHO ARE YOU •Completed• ✅Where stories live. Discover now