იმ დღეს კაფეში არ წავსულვარ. სახლში დავრჩი და დავიძინე. მეორე დილით სკოლაში ჯონგუკი არ დამხვდა, დირექტორმა თქვა რომ ის ცოტახნით არ გამოჩნდებოდა, თუმცა მიზეზი არ უთქვამს. არ ვიცი ეს ამბავი გამიხარდა თუ მეწყინა, მაგრამ ფაქტია რომ ჯონგუკი ჩემზე ძალიან მოქმედებს.
-თეჰიონ, ერთი აზრი მომივიდა.
-აბა გისმენ.
-გინდა დღეს ბარში წავიდეთ და დავლიოთ?
-მშვენიერი იდეაა. შენ რას იტყვი ჰობი?
-ხომ იცით უარს არაფერსზე ვამბობ.
-ხოდა ძალიან კარგი ბიჭებო, დღეს გამოგივლით.-მათ დავემშვიდობე და სახლში წამოვედი. ჯონგუკთან მომხდარის მერე ჩემს ორიენტაციაში ეჭვი შემეპარა. არასდროს არავინ მომწონებია, თუმცა იყო ადრე ერთი გოგო, რომელსაც ერთხელ შევხვდი.საყვარელი იყო თუმცა ჩვენს შორის არაფერი მომხდარა. იქნებ გოგოებიც მომწონს და ბიჭებიც?ცხელა.ძალიან ცხელა. ალკოჰოლს კიდე ალკოჰოლი ემატება, შემდეჰ ცეკვა, სიგიჟე, გართობა და რეალობას ვწყდები. სადღაც ვიკარგები სადაც შემიძლია სრულიად თავისუფალი ვიყო.
-ჯიმინ, გეყოფა. ამდენს ნუ სვამ.
-კარგი რა თე. ეს ხომ ძალიან მაგარია. გაერთე რა.
-ჰობი ის უნდა წავიყვანოთ. ზედმეტი მოუვიდა.
-თეჰიონ შეეშვი, დალიოს.
-რამე რომ მოუვიდეს შენ იქნები პასუხისმგებელი.
-ბიჭებო, მოდით აქ.-მათ ხელები გადავხვიე და ხტუნვა დავიწყე. თეჰიონის მხრიდან ვიღაცამ ხელი ჩამომაღებინა და გარეთ გამიყვანა. ყველას წარმოვიდგენდი, ოღონდ მას არა.შემდეგი თავი დიდი იქნება💥💕 ხვალ დავდებ💕მადლობა რომ კითხულობთ💙
YOU ARE READING
WHO ARE YOU •Completed• ✅
Teen Fictionფიკი მოგვითხრობს 19წლის პაკ ჯიმინზე და მის მასწავლებელზე, რომელიც იდუმალებით არის მოცული.