-14-

722 100 9
                                    

ყველაფერი ბუნდოვანია. დერეფანში ხმაურით მივყავარ.
-ექიმო კარგად იქნება?
-აქ მოიცადეთ.-ვხედავდი როგორ იდგა გაქვავებული ერთ ადგილას როცა საოპერაციო ოთახში შემიყვანეს. ნარკოზი გამიკეთეს. ამ დროს ადამიანი ვერანაირ ტკივლის გრძნობს, თუმცა გონებით მაინც ცოცხალია. ვფიქრობ ჯონგუკზე. რატომ არ მომკლა? მასში არის რაღაც განსაკუთრებული.მე ამას იმ დღეს მივხვდი როცა პირველად დავინახე.

თეთრი ოთახი სადაც ბევრი ყვავილები დევს. დედა და მომო.
-პატარავ, გაიღვიძე.
-ექიმო!!! ექიმო მან გაიღვიძა.-დედამ მთელი სახე დამიკოცნა, მომო კი კუთხეში იდგა და ტიროდა. სულელი. ვიღაცამ კარები შემოანგრია. რათქმაუნდა, თეჰიონი და ჰობი. ყველანი ბედნიერებ იყვნენ. მხოლოდ მათ გამო ღირს სიცოცხლე. 

მეორე დღეს მომო დარჩა ჩემთან.
-ის..ს სად არის?
-ვინ ის ჯიმინ?
-ჯონგუკი.
-არვიცი.-რათქმაუნდა. ის წავიდა.

ერთი კვირის შემდეგ სახლში გამწერეს. ჯონგუკის სახლიდან არაფერი ისმოდა. ყოველდღე ფანჯრიდან ვიყურებოდი, თუმცა ის არ ჩანდა. ყველაფერი უნდა დავივიწყო.

2 თვის შემდეგ.

-თეჰიონნნნნ !!!! სად არის ჩემი მაისური!!!
-არვიცი.
-როგორ თუ არ იცი იდიოტო. ახლავე მომიძებნე.
-ააჰჰჰჰჰ, შენი მაისურია და თავად მოძებნე.
-ღმერთო, გაჩერდით ! ხომ შეიძლება მისცეთ ადამიანს ძილის საშუალება.-როდესაც ერთად ვრჩებით ყოველთვის ასეთი სიტუაცია არის. ჰობი და თეჰიონი სულ კამათობენ, მე კი არ მაძინებენ.
-ჯიმინ ადექი. სკოლაში უნდა წავიდეთ.
-ჯანდაბა თქვენ და ამ სირულ სკოლასაც.- სკოლაში წავედით. პირველმა გაკვეთილმა უაზროდ ჩაიარა. მეორე გაკვეთილზე კი ის მოვიდა.
-მოგესალმებით ბავშვებო. მაპატიეთ რომ ამდენიხანი არ გამოვჩენილვარ, საქმეები მქონდა.-მისი სევდიანი თვალები გულს მიკლავდა. არ დავლაპარაკებივარ. გაკვეთილები უაზროდ გავიდა. სახლში წავედი.  დედა და მომო ბუსანში მიდიან ბებიასთან და ბაბუასთან, მე კი სახლში მარტო ვრჩები. კარებზე ზარი. ალბათ ის არანორმალურები არიან.თუმცა არა.
-შეიძლება შემოვიდე?-თანხმობის ნიშნად კარებს მოვშორდი.
-როგორ ხარ?
-კარგად.
-ჭრილობა როგორ გაქვს?
-უკეთ.
-არ გაინტერესებს სად ვიყავი? ან რატომ არ მოვედი საავადმყოფოში?
-შენი აზრით მაინტერესებს? ამას არანაირი მნიშვნელობა არააქვს ჩემთვის.
-იუნგი დაიჭირეს, შემდეგ კი სეულიდან გაუშვეს.
-არ მაინტერესებს.
-ცოტახანი მომიწია მეც წავსულიყავი, რადგან შეიძლებოდა პოლიციას მეც დავეჭირე.
-ვერ გაიგე? არ მაინტერესებს.-ყველაფრის მიუხედავად საუბარს მაინც აგრძელებდა.
-მაპატიე. მამაშენის დანაშაულის გამო შენ არ უნდა დაისაჯო. 
ჯიმინ მე ძალიან მენატრებოდი.-მინდოდა მეთქვა რომ მეც. მინდოდა ჩავხუტებოდი და მეთქვა თუ როგორ მაკლდა. მინდოდა მეთქვა, თუ როგორ ვიყურებოდი ყოველდღე ფანჯრიდან და როგორ ველოდებოდი მას.
-არაფერს იტყვი?
-წადი. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.-ჩემი გული განადგურებულია. ის ადგა და კარებისკენ წავიდა. ცალი ხელით ცრემლი მოიწმინდა.
-არ ვიცი ოდესმე ისევ შევხვდებით თუ არა, მაგრამ მინდა რომ ბედნიერი იყო.-ვერ ხვდება რომ ასეთი საუბრით გულს მიკლავს? კარებისკენ განაგრძო სიარული.
-ჯონგუკ.-ნელა შემობრუნდა.
-მეც მენატრებოდი.

WHO ARE YOU •Completed• ✅Where stories live. Discover now