იატაკზე ვიღვიძებ. ტვინი გათიშული მაქვს. ვერ ვაანლიზებ რანაირად ვარ ცოცხალი. თვალებს ძლივს ვახელ. ყველაფერი მტკივა. მუცელზე ხელს ვიკიდებ, სისხლს ვხედავ. ისე საშინლად მტკივა რომ თავს ვერ ვწევ. განძრევა მიჭირს. როგორღაც მოვახერხე და ოდნავ წამოვიწიე. ყველაფერი დამავიწყდა,ის ტკივილიც რომელსაც მუცლის არეში ვგრძნობდი,მაშინ როცა ჯონგუკი დავინახე. ის იატაკზე უგონოდ ეგდო. მის ირგვლივ ყველგან სისხლი იყო. გული საშინლად მტკიოდა. ჩემი ჭრილობა კი ამ ტკივილთან შედარებით არაფერი იყო. გამიხარდა და ოდნავ მომეშვა, ის ცოცხალია. გვერდით მიგდებული მობილური ავიღე და საავადმყოფოში დავრეკე. მისამართი არ ვიცოდი სად ვიყავით. მათ კი მითხრეს რომ ჯიპიესით მომაგნებდნენ. ჩემი მაისური გავიხადე და ჯონგუკს ჭრილობაზე გადავუხვიე. მკერდთან ქონდა ტყვია მოხვედრილი. ეს იმ ნაბიჭვარმა გააკეთა. ვგრძნობ როგორ ვკარგავ უამრავ სისხლს და როგორ მეცლება ძალა. გონებას ვკარგავ.
პალატაში ვიღვიძებ.
-ჯ..ჯონგუკ.-ექთანი ჩემთან მოვარდა.
-ძალიან ბევრი სისხლი დაკარგეთ. ახლა უკეთ ხართ. დაისვენეთ.
-ი..ის სად არის.
-თქვენთან ერთად ერთი ახლაგაზრდობა მამაკაციც მოიყვანეს.მისი მდგომარეობა ახლაც კრიტიკულია. ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ვნახოთ როგორ იქნება.-ყველაზე მეტად რაც მინდოდა იმ მომენტში, ეს მისი ნახვა იყო. ექთანს მასთან წაყვანა ვთხოვე, თუმცა უშედეგოდ.ორი დღის შემდეგ უკეთ ვიყავი. ჯონგუკზე არავინ არაფერს მეუბნებოდა. შემდეგ დედა და მომოც მოვიდნენ. მათ ვთხოვე რომ რამე გაეგოთ. მაშინ როდესაც ვერცერთმა მოახერხა რამის გაგება ამხელა საავადმყოფოში, გადავწყვიტე მე თვითონ გამერკვია ყველაფერი. დერეფანში გავედი. ყველა ექიმს და ექთანს ვკითხე მასზე,თუმცა ზოგი არაფერს მეუბნებოდა ზოგმა კი არც იცოდა ვისზე ვსაუბრობდი. ძალიან უცნაურია. იმ დღის შემდგეგ ჯონგუკი არ მინახავს.
3თვის შემდეგ.
-ძვირფასო. ფოსტიდან წერილი მოგივიდა. ჩამოდი და აიღე.-დაბლა ჩავედი, წერილი ავიღე და ისევ ოთახში ავედი. წერილებს არავინ მწერს. ეს კი პირველი შემთხვევაა.
-გამარჯობა ჯიმინ. იმედია კარგად ხარ. ისეთ ადგილას ვარ რომ მხოლოდ ასე შემიძლია დაგეკონტაქტო. იმ ინციდენტის შემდეგ იუნგი დააპატიმრეს. მეც საქმეში ვიყავი ამიტომ მეც მომაგნეს საავადმყოფოში. სხვაგან გადამიყვანეს ოპერაციის შემდეგ. ერთი თვის შემდეგ კი, მეც დამაკავეს და ახლა ციხეში ვარ. ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი, მაპატიე რომ უფრო მეტი დრო ვერ გავატარე შენთან ერთად, მაპატიე რომ გატყუებდი და ჩემს ბინძურ საქმეში შენც ჩაგითრიე. ბედნიერი იყავი.თავს მიხედე.-ჩემმა ცრემლებმა ფურცელი დაასველა, ხელი მიკანკალებდა. ამის შემდეგ მე და ჯონგუკი ფოსტით ვკონტაქტობდით. ერთ დღეს კი მასთან წასვლა გადავწყვიტე. არ ვიცი ეს აქამდე რატომ არ გავაკეთე, ალბათ იმიტომ რომ მასთან შეხვედრის მეშინია.
YOU ARE READING
WHO ARE YOU •Completed• ✅
Teen Fictionფიკი მოგვითხრობს 19წლის პაკ ჯიმინზე და მის მასწავლებელზე, რომელიც იდუმალებით არის მოცული.