-2-

954 125 9
                                    

ორშაბათი. ისევ სკოლა, ისევ ეს აუტანელი ხალხი. როგორ მეზარება წასვლა. ერთადერთი მიზეზი რის გამოც ამ წყეულ სკოლაში დავდივარ, თეჰიონი და ჰობია. ისინი რომ არა წამითაც არ გავჩერდებოდი აქ. იცით რატომ დადის ჩემნაირი მაღალი ფენის წარმომადგენელი ასეთ უბრალო სკოლაში? იმიტომ რომ არ მინდა თავი სხვაზე მაღლა ვიგრძნო. მინდა გავიგო რა არის ნამდვილი ცხოვრება, მინდა გავიგო როგორია ადამიანი,რომელიც დილით ადრე დგება, მიდის სკოლაში და უამრავ დაბრკოლებას ეჯახება, მინდა ვისწავლო დამოუკიდებლად ცხოვრება. ამაში კი ეს საზოგადოება დამეხმარება.

დილის 7საათი. შხაპი მივიღე, ჩავიცვი და დაბლა ჩავედი.
-დილამშვიდობისა დედა, დილამშვიდობისა ლაწირაკო.- დედას ლოყაზე ვაკოცე, მომოს კი თავზე ოდნავ წამოვარტყი.
-დილამშვიდობისა ძვირფასო. დაჯექი, ჩვენთან ერთად ისაუზმე.-როგორც წესი დილით არ ვსაუზმობ, მაგრან დღეს ადრე გავიღვიძე ამიტომ მომიწევს ოჯახის წევრებთან ერთად, ერთ სუფრაზე დაჯდომა.
-დედა.-ლუკმა გადავყლაპე და წყალი მოვსვი.
-ჩვენს ახალ მეზობელზე გაიგე?
-ძალიან უცნაური ბიჭი ჩანს. გუშინ მიამ დაინახა როგორ გამოჰქონდა სახლიდან სისიხლიანი თეთრი ზეწარი, შემდეგ კი დაწვა.-სისხლიანი ზეწარი?რატომღაც მიხარია გუშინ კარები რომ არ გამიღო.
-ძვირფასო, მისგან თავი შორს დაიჭირე, გთხოვ.-დედა ისე მესაუბრებოდა, თითქოს მისი მეგობარი ვყოფილიყავი.
-მე მას საერთოდ არ ვიცნობ, ნუ ნერვიულობ. უბრალოდ დამაინტერესა. კარგი, აბა მომო ადექი. სკოლაში წასვლუს დროა.
-ლისა მომაკითხავს და ერთად წამოვალთ.
-კარგი ლაწირაკო.- ის ჩემზე 1 წლით უმცროსია, რაც ძალიან არ მოსწონს. ყოველთვის ვჩხუბობთ და ვკამათობთ სისულელეებზე, არასდროს გვისაუბრია სერიოზულად ისე როგორც დაძმას შეეფერება. მანქანაში ჩავჯექი, ჯერ ჰობის გავუარე, შემდეგ კი თეჰიონს. სკოლაში მივედით. თეჰიონი ყოველთვის ჩემს გევრდით ზის, ჰობი კი ჩვენს უკან.
-დღეს რა გეგმები გაქვს ჯიმინ? ვიფიქრე რომ საღამოს ერთად გვეყურებინა ფილმისთვის.
-იცი თეჰიონ, არ მცალია. თქვენ უყურეთ.- ეს იმიტომ ვუთხარი რომ, საღამოს მარტო უნდა გამესეირნა. მათ იციან იმის შესახებ რომ ღამე ქუჩაში ყოფნა ჩემთვის შვებაა, ამიტომაც არასდროს მეწინააღმდეგებიან. ზარი დაირეკა. დირექტორი შემოვიდა.
-მოგესალმებით ბავშვებო. მინდა ჩვენი სკოლის, ახალი ბიოლოგიისს მასწავლებელი გაგაცნოთ, მიესალმეთ ჯონ ჯონგუკს.-მაღალი, ახლა უკვე ჯინსებში და თეთრ მაისურში გამოწყობილი, შავთმიანი ბიჭი შემოვიდა კლასსში. ეს, ის არის.დირექტორი კიდევ რაღაცაზე საუბრობდა, თუმცა არცერთი სიტყვა გამიგია რადგან მას თვალს ვერ ვწყვეტდი. მისმა ერთმა მკაცრმა მზერამ კი ფიქრებიდან გამომაფხიზლა.
-დაბრძანდით. იმედია ერთმანეთს გავუგებთ.-მისი ხმა, ის.. ის ისეთი ბოხი იყო რომ ჭკუას დაგაკარგვინებდა. გოგოები  გაგიჟებით საუბრობდნენ მასზე, თუ როგორი სიმპათიური მასწავლებელია. მთელი გაკვეთილის განმავლობაში თავი მერხზე მედო და თვალებდაჭყეყილი ვფიქრობდი, თუ რა უნდა მას აქ. ზარი დაირეკა, ყველა გარეთ გავიდა. ჩანთაში წიგნები ჩავდე და ავდექი. მასთან გამოლაპარაკებას არ ვაპირებდი რადგან დილით დედაჩემმა უცნაურო რამ მითხრა. მისგან თავი აუცილებლად შორს უნდა დამეჭირა. კარებისკენ წავედი. ბოხმა ხმამ კი ადგილზე გამყინა.
-ჰეი შენ. ნაბიჯი არ გადადგა. ჩემთან მოდი!

WHO ARE YOU •Completed• ✅Where stories live. Discover now