-13-

681 97 11
                                    

არვიცი რატომ უნდა ჯონგუკს ჩემი მოკვლა. არ ვიცი რა მოხდება დღეს. ერთადერთი მიზეზი რატომაც სიკვდილი არმინდა, ჩემი ოჯახი და მეგობრებია. დანარჩენები ტრაკშიც წასულან. მოვლენ, ნახავენ როგორ ვწევარ კუბოში, დედაჩემის დასანახად შეწუხებულ სახეებს მიიღებენ, შემდეგ წავლენ და ერთმანეთთან დაიწყებენ საუბარს რომ ღირსი ვიყავი რომ მოვკვდი. შემდეგ ყველა დაივიწყებს ყველაფერს, დამივიწყებენ და არასდროს მახსენებენ. მეშინია რომ ვინც მიყვარს ისინიც დამივიწყებენ.

შუბლზე იარაღი
მომადო.თვალები დახუჭა, გაახილა და ცრემლები წასკდა. ცალი ხელით პირზე აკრული ნაჭერი გამომაძრო. ხველა ამიტყდა.
-ა..ამას რატომ აკეთებ?
-უბრალოდ გაჩერდი და ხმა არ ამოიღო.
-მითხარი.-ჩემმა ხმის ტონმა თავადაც შემაშინა, ვტიროდი, სუნთქვა მიჭირდა.
-მე გეტყვი.-იუნგი გვერდით დამიდგა.
-წადი შუგა.
-უნდა იცოდეს რატომაც გინდა მისი მოკვლა. შენმა ნაბიჭვარმა მამამ მისი და, და დედა მოკლა. იცი რის გამო? იმიტომ რომ მამაშენი ავადმყოფი იყო. ჯერ დედამისი შემდეგ კი მისი და გააუპატიურა. ისინი დახოცა. ამის მერე ავტოკატასტროფაში მოყვა. კარგია რომ მოკვდა. ახლა შენც უნდა მოკვდე, რადგან შენც მისნაირი იქნები.-იუნგის ვუყურებდი, თვალი არ დამიხამხამებია, ცრემლები მომდიოდა. გული მჯიჯგნიდა, მამაჩემმა მას ცხოვრება დაუნგრია.
-ჯონგუკს სამაგიერო უნდა გადაეხადა. ეს დღეც დადგა. მიდი ჯონგუკ, გამოჰკარი სასხლეტს ხელი და მოკალი ეს ნაბიჭვარი.
-ე..ეს სიმართლეა?-ხმის კანკალით ვუთხარი.
-კი.-მის სახეზე სიძულვილი იგრძნობოდა. ვხედავდი თუ როგორ სწყუროდა ჩემი სიკვდილი.
-მ..მე ვწუხვარ.-იარაღი მომაშორა და ორივე ხელი სახეში ამოიდო.
-ჯანდაბა!!!! ჯანდაბა!!! არ შემიძლია. არ შემიძლია შენი მოკვლა ჯიმინ.
-რა ჯანდაბას ამბობ? ამდენიხანი ეს თამაში იმიტომ გავაგრძელეთ რომ მისთვის გეთქვა რომ არ შეგიძლია მისი მოკვლა? შენ რა გაგიჟდი ჯონგუკ?
-არშემიძლია, ვერ მოვკლავ მას იუნგი.
-იცი რა? შენ თუ არა მე მოვკლავ. რადგან მამამისმა იგივე ტრავმა მომაყენა მე, რაც შენ. მან ჩვენი და, და დედა დახოცა ჯონგუკ. ჯანდაბა!! გამოფხიზლდი იდიოტო.-ჯონგუკი და იუნგი ძმები არიან?
-მომეცი იარაღი.
-ხელი გაუშვი.
-იარაღი მომეცი ჯონგუკ.-იუნგი ცდილობდა მისთვის იარაღი წაერთვა. გასროლის ხმა და გავქვავდი. სისხლი.

WHO ARE YOU •Completed• ✅Where stories live. Discover now