- ულამაზესი ხარ! მითხრა ელიმ და თავი გამიქნია და მანიშნა რომ დავტრიალებულიყავი...
- ღმერთო არც კი მჯერა.. თქვა დედაჩემმა და ტირილი წამოიწყო მერე კი ჩემკენ წამოვიდა
- კარგი რა დედაა... გთხოვ უბრალოდ ნუ ტირი თორემ მეც ვიტირებ...
დედაჩემს ვამშვიდებ და მერე სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებ...
უბედნიერესი ვარ რამდენიმე დღეში ხომ ჩემი ქორწილია... მგონი ჩემზე ბედნიერი მთლიან დედამიწაზეც არავინაა...
- აიღებთ? გვეკითხება გაღიმებული მომუშავე პერსონალი მეც თავს ვუქნევ და ვუღიმი... შევდივარ გამოსაცვლელად შემდეგ კი კაბას ერთერთს ვაწვდი შესაფუთად სულ რაღაც ხუთ წუთში კი საქორწინო კაბების მაღაზია დავტოვე.
- ეხლა სად მიდიხარ? მკითხა ელიმ
ის ჩემი საუკეთესო მეგობარია...
- ეხლა მაქს გავუვლი
- ჰმმ.. ვერ მოგითმენია მის გარეშე ორი წუთიც .. მითხრა და ხელი გამკრა ხუმრობით...
- მოგვიკითხე აუცილებლად... მითხრა დედამ მერე კი ორივენი ერთად გაუჩინარდნენ
მე ჩემს მანქანაში ჩავჯექი და საქმროსკენ გავემართე .. ' საქმრო'ღმერთო ჩემო არც კი მჯერა რომ მას ასე ვეძახი... ათ წუთში დიდი კომპანიის წინ გავაჩერე პარკინგზე მანქანა და სწრაფი ნაბიჯით გავემართე მაქსის კაბინეტისკენ...
- მოგესალმებით მის ჰეილ... მომესალმა ერთ ერთი თანამშრომელი
- გამარჯობა მონიკა.. თბილად გავუღიმე... ძალიან კარგი გოგოა და საყვარელი ამავდროულად დაუზარებელი და შრომისმოყვარეა. მაქსის კომპანია აწარმოებს ახალ სამოსებს და მსგავს ნივთებს მონიკა კი ერთ ერთი დიზაინერია...
ლიფტში შევედი და უკან ერთი ბიჭი შემომყვა როცა დავაკვირდი კი მივხვდი რომ ეს ლუკასია მაქსის საუკეთესო მეგობარი
- როგორ ხარ ოლივია? მკითხა თბილად
- ვერც კი გიცანი თმებს რა უყავი და შენი წვერები მხოლოდ 2 თვე იყავი წასული ლონდონში და როგორ შეცვლილხარ
- იმედი მაქვს უკეთესობისკენ არა?
- ნარცისო! მომენატრე
- მეც მომენატრე. საით? მკითხა თუმცა წარბი ავუწიე- აჰჰ.. რათქმაუნდა მისკენ... ისე ვერ წარმოვიდგენდი თუ თქვენ ერთად იქნებოდით ის სხვა სტილის ბიჭი იყო ეხლა კი ნამდვილი მეოჯახე გახდება? მეეჭვება
- შენ ნუ გაქვს ეგეთი გველური ენა ვუპასუხე და ლიფტიც გაიხსნა..
- რას ვიზამთ! აბა მალე შეგხვდები მითხრა და გავიდა გასვლისას კი დააყოლა' მოვედი ჩემო გოგონებო ' აჰჰ ეს ხომ მოდელების სართულია .. მექალთანე თაგვი .. ჩამეცინა ჩემთვის.. რამდენიმე წამში კი მეოცე სართულზეც ვიყავი.. ლიფტიდან მარჯვნივ გავუხვიე
- გამარჯობა ლესლი. მივესალმე მაქსის მდივანს
- მასთან შეხვედრა გაქვს დანიშნული ?!
- ის ჩემი მეუღლეა და არ მესაჭიროება, მგონი.. ვუპასუხე ის კი უხერხულად შეიშმუშნა..
ვერ ვიტან ამ გოგოს საშინლად აუტანელია და ზედმეტად გამომწვევად აცვია...
კარზე უბრალოდ ზრდილობის ნიშნად დავაკაკუნე და შევედი... საბუთებიდან ამომხედა, გამიღიმა და მერე მანიშნა რომ დავმჯდარიყავი
- აბა საიდან მოდიხარ? მითხრა და მაკოცა...
- კაბა ვიყიდე... ვუთხარი გახარებულმა
- მანახებ?
- რათამქმაუნდა.... არა! ვუთხარი მან კი ამოიხვნეშა
- ხო რაიყო?! კარგი რა მაქს არ მჯერა ცრუ რწმენების მაგრამ მინდა რომ ტრადიციულად ქორწილამდე არ მნახო კაბაში... აი ქორწილის წინა დღეს კი საერთოდ ვერ მნახავ რადგანაც მეგობრების და ოჯახის წევრებთან დროის გატარების დღეა...
- უფჰჰჰ... ამოიხვნეშა..
- ო ! ღმერთო უნდა წავიდე ვთქვი მას შემდეგ რაც დავინახე რომელი საათი იყო...
- მიყვარხარ! მითხრა და მაკოცა
- მეც
ვუთხარი და იქაურობა სწრაფად დავტოვე...
ორი დღის შემდეგ...
როგორი დამღლელი ყოფილა ეს ყველაფერი ორი დღეა ის თითქმის არც კი მინახავს და საშინლად მომწყინდა მის გარეშე... ნეტავ ეხლა შემეძლოს მასზე ჩახუტება... ხვალ ქორწილი მაქვს დღეს კი გოგონები ვიკრიბებით და დალევას ვაპირებთ...
-უჰუუუუ... კივის ჩემინდაქალი და მაგიდაზე იწყებს ცეკვას
- ფუ რა საზიზღრობააა... წამოვიყვირე
- მალე შენც იცეკვებ მაგრამ სხვისთვის აი ნახავ... დაცინვა დამიწყეს..
- მოკეტეთ ღორებო... დავუყვირე და ბალიში გავუქნიე... შუაღამის ორი საათია ჩუმად გავიპარე ტუალეტში და მას მესიჯი მივწერე
" აქ ხარ? "
" კი "
" მომენატრე "
" მეც"
" რას აკეთებ"
" არაფერს ჩვენ უკვე დავიშალეთ და თქვენ"
" მგონი ძილი არ მიწერია "
" დღეს ვერ გნახავ ხომ"
" ვერა... 😭❤"
"კარგი აბა გაერთეთმეც ვიძინებ😘"
"ტკბილი ძილი" მივწერე და ტელეფონი იქვე დავტოვე... ერთი საათი კიდევ ვსვამდით და მერე ყველანი გავითიშეთ..
- არა ვერ გავუძლებ... ჩუმად ძალიან ჩუმად ჩავილაპარაკე... ჩუმად ავდექი და მოსასხამი ავირე მთვრალი ვიყავი ამიტომ ტაქსში ჩავჯექი და წავედი... ეხლა მესიჯს მივწერ... ის იყო უნდა მობილური ამომეღო რომ " აბაზანაში დამრჩა ჯანდაბა" ვთქვი და ჩანთა იქვე მივაგდე მერე კი გამახსენდა რომ ჩანთაში მისი სახლის გასაღები მექნებოდა.. ხშირად დავდიოდი მასთან როცა არ იყოდა საჭმელს ვამზადებდი ჩვენთვის მერე კი მთელი ღამე ფილმებს ვუყურებდით...
გახარებულმა ტაში შემოვკარი.. მძღოლმა უცნაურად კი შემომხედა მაგრამ ეხლა ეგ ვის აინტერესებს... მალევე მივედი თანხა გადავუხადე და ქუჩაზე გადავედი მერე კი ერთი სახლის ჭიშკარი შევხსენი... ჩუმად გასაღები მოვიმარჯვე და სახლში შევედი სიჩუმე იყო სინათლე მხოლოდ შემოსასვლელში ავანთე რომ გზა გამეკვლია და კიბეებზე ავირბინე...
- მინდიხარ! მომესმა ხმა. ყურები დავძაბე და იმ ოთახისკენ წავედი კარი შევხსენი და ...
- ააააა... დავიკივლეეე
საწოლიდან მაშინვე წამოხტა
- ჯანდაბა აქ რას აკეთებ? წამოიყვირა და შარვლისკენ წავიდა
- რას ვაკეთებ? ვიფიქრე რომ მოგენატრე და მოიწყინე .. ჯანდაბა რა სულელი ვარ დავიკივლე და იქ მდგარი ლარნაკი იატაკხე მოვისროლე.
- ასეც ვიცოდი რომ ძუკნა იყავი დავუკივლე ლესლის და თმებში ვწვდი...
- ააა.. მომაცილე ეს გიჟი.. ! ჯანდაბა მაქს
- ბოზო! ძუკნა ბოლო დონის ქალი ხარ ... შენ კიდევ ნაბიჭვარი მექალთანე
- ოლივია
- არაა!! ვიკივლე - ჩემი სახელსი ხსნებაც არ გაბედო
- ეს ის არაა რაც შენ იფიქრე!
- რააა?? შენ დებილი ხომ არ გჰონივარ?
- ეს ხომ ჩემი თავისუფლები ბოლო დღე იყო არა? თქვა თუ არა კივილი მოვრთე
- ნაბიჭვარო ამასთამ როგორ მიღალატე არ გრცხვენია? არ გრცხვენია სინდისი არ გაწუხებს? ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ ვთქვი მისი სუნამოების მთელი კოლექცია მაშინვე იატაკზე აღმოჩმდა მისი სკამი სარკეს მივათხლიშე და სულ დავამსხვირიე იქარურობა ფარდებიც ჩამოვყარე..
ყოვეკთვის ვფიქრობდი თუ რატომ აკეთებდნენ ამას ფილმებში თუმცა ეს ხომ ბრაზის გამოხტვაა ეხლა ყველაფერს ვხვდენი. ისწვ ლესლის მივუბრუნდი და ბალიასით დავუწყე გაგუდვა და რტყმა...
- ბოზო! ძუკნავ- ვუკივლედა თმები ავაგლიჯე
- მაქს მომაშორე
ის ჩვენკენ წამოვიდა თუ არა მაშინვე ვუკივლე - არც კი გაბედო და არ მომახლოვდე საძაგელო მექალთანევ... მასთან ჩხუბში გართული ვიყავი რომ ლესლის მწვდა და ჩემს ზემოდან მოთავსდა მერე კი სახეში მარტყა და თმებში მწვდა. ის კი... ჯანდაბა ის გვიყურებდა
ერთი წამოვარტყი და გადავისროლე... სადაც იყო მოვკლავდი რომ მაქსმა ხელი მკრა და საწოკიდან გადმოვვარდი ლესლის კი ხველება აუტყდა ის კი მას მივარდა და წყალი კიაწოდა.. სიცილი ავტეხე და ჩემს თავს შევხედე. გიჟივით ვიცინოდი მერე კი ნელა წამოვდექი და ჩანთას ხელი დავავლე და იქაურობის დატოვება ვცადე- ოლივუა... ეს არ არის სერიოზული ურთიერთობა მე.სენთან მინდა.. თქვა თუ არა გავარტყი
- ამას... ამ დამცირება და ამ გულისტკენას არასდროს გაპატიებ... საერყო ქუჩაზე კი არა საერთო ქვეყანაშიც კი არ დავრჩები შენს გვერდით... ამას არასდროს გაპატიებ... ბოლოს სიტყვები ვუკივლე და იქაურობა დავტოვე...
ტროტუარსბფეხით გავუყევი და პარკში ჩავუხვიე... იქაურობაბჩაბნელებულიყო. მინდორზე მუხლებით დავეცი და კანკალი ამიტყდაბმერე კი ყირილი...
იქ ტბას გავხედე. ცურვა არც კი ვიცი...
" ის ხომ ასე ძალიან მიყვარდა" ვეკიტხებოდი ჩემს თავს" ეს რატომ გამიკეთა? რატომ არ იფიქრა ჩემზე ერთინწუთითაც კიი? როგორ.არის ასეატი ეგოისტი." ჩანთას ხელი დავავლე და სლუკუნით ტბისკენ წავედი. ფეხსაცნეკები გავიხადე ჩანთა კივაგდე თმები შევიხსნენი და ტბის კიდესთან დავდექი.. ქარმა დაუბერა და ჩემმა თმებმაც დაიწყო ფრიალი სახე შემიშრალე და ხელები გავშალე.. ჩამეარიმა ორი წუტიც ვიყავი ასე და გატახტომისთვის მოვემზადე ერთდელ კიდევ მოვავლე ამ წყეულ სამყაროს თავი და...***
ესეც ჩემი ' საცდელი' მოთხრობის ' ახალი თავი... იდეა მაქვს ყველაფრის თუმცა ჯერ მხოლოდ ეს დავწერე ❤იმედი მაქვს მოგეწონებათ
YOU ARE READING
ყველაფერი კარგად იქნება...
Actionისტორია ეხება გოგონას რომელსაც გული საშინლად გაუტეხეს ქორწილის წინ დღეს ... მოახერხებს და დაიწყებს ის ახალ ცხოვრებას?