15

966 117 36
                                    

დილით ჯონგუკს ტელეფონის ხმა აღვიძებს.. ეს თეჰიონი იყო..

"ჰმმ" ნამძინარევი ხმით უპასუხა..

"ხომ არ დაგავიწყდა?"

"რაა.."

"ჰა?"

"აა.. ხო უფს.. კაი კაი მალე მოვალ.."

"როგორ გეძინა შენ უნამუსო.."

"წავედი თეჰიონ უნდა მოვემზადო.."

პირველ რიგში შხაპი მიიღო.. შემდეგ პატარა ჩანთაში საჭირო ნივთები ჩააწყო.. და სკოლისკენ წავიდა.. სადაც წესით ავტობუსი ელოდებოდა.. და თეჰიონი..

........

"ყველანი აქ ვართ??"

"კიი.."

"მაშინ ჩავსხდეთ და წავედით ხო?!"

"არა"

"რა იყო თეჰიონ?!"

"ყველა არ ვართ"

"აბა?! " მასწავლებელმა თვალებით დათვლა დაიწყო.. "ვინმე გვაკლია?!"

"მე.." წამოიძახა ჯონგუკმა.. თეჰიონს სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა..

"მოიცა შენ ხო არ მოდიოდი?!"

"გადავიფიქრე.. წამოვალ.." თქვა გაკრეჭილმა და თეჰიონს გახედა..

"კარგი.. რაც მალე წავალთ მით უკეთესი.."

ავტობუსში სწრაფად შეცვივდნენ.. ისე აწვებოდნენ ერთმანეთს ჯონგუკს და თეჰიონს დაშორება მოუწიათ..

ჯონგუკი ორ ადგილიან სკამზე დაჯდა.. ერთ მხარეს ხელი დააფარა რადგან თეჰიონი დამჯდარიყო თუმცა ვიღაც ბიჭმა ეს ადგილი წაართვა..

"ბოდიში მაგრამ ეს ადგილი სხვას ეკუთვნის"

"აბა?! სად არის ის სხვა?!"

"იქ.. და მალე მოვა" თეჰიონისკენ ანიშნა..

"მე უკვე დავჯექი.. ასე რომ.. არ მაინტერესებს..."

ჯონგუკს ეს სიტუაცია არ ესიამოვნა..არც ეს ბიჭი მოსწონდა.. იმას ვერ იტანდა რომ მთელი სამ საათ ნახევარი ამის გვერდით ჯდომა მოუწევდა..

Only MINE Where stories live. Discover now