28

1.4K 133 113
                                    

5 წლის შემდეგ

Jungkook pov

თვალებს ნელა ვახელ.. მზის სხივები თვალს მჭრიდა.. აზრზე ვერ მოვდივარ.. აქეთ-იქით ვიხედები.. და სად ვარ?! აქაურობა არ მეცნობა..

ქალის ხმა მესმის რომელიც "გაჰკივის"

"ექიმო დროზე.. ბატონი ჯეონი გონს მოვიდა.."

ამ სიტყვების თქმა და ოთახში ხალხის შემოცვენა ერთი იყო..

ჯანდაბა რა ხდება..

ვიღაც ქალი შემოვიდა და ისე ტიროდა.. თან შვილო შვილო-ო გაიძახოდა...

თითქოს მეცნობა ამ ქალის სილუეტი..

დედაჩემი?!

"ჯონგუკ?! შვილო.. ვაიმე.. არ მჯერა. ექიმო მეჩვენება?"

"არა.. არ გეჩვენებათ.. "

"ვაიმე.."

"დასვენება სჭირდება.. ახლა ალბათ არ ახსოვს ბევრი არაფერი.. ცოტას გამოიძინებს და ყველაფერი რიგზე იქნება.."

რა ხდება.. ისევ ვერაფერს ვხვდები..  მერე ქალს ვხედავ.. ნემსი.. ხო შემდეგ არაფერი მახსოვს...

.......

.
.
.
ისევ თვალებს ვახელ მაგრამ ამჯერად საღამოა.. "ოთახში" ისევ ნაცნობი ქალი მხვდება..

უცბად გონება მინათდება და ჩემდა უნებურად ვიძახი "დედა"..

დედაჩემმა ტირილით მიმიკრა გულმკერდზე..

"დე.. რა მოხდა.. დე.. სად ვარ.. დედა"

"ხუთი წელი კომაში იყავი.. ეს.. ეს არ ვიცი.. საშინელება იყო.."

No one pov

ჯონგუკს რაღაც უნდოდა.. რაღაც აკლდა.. თვალებით ვიღაცას ეძებდა მაგრამ ჯერ არ იცოდა ვის..
გონებაში ვიღაც ამოუტივტივდებოდა ხოლმე მაგრამ ვინ..

/თე.. თეჰიონი../

"დედა აქ შენს მეტი არავინაა??"

"ვინ უნდა იყოს"

ქალმა მშვენივრად იცოდა ვინც იგულისხმა მაგრამ იმედი ჰქონდა რომ არ გაახსენდებოდა..

"თეჰიონი.."

"ჯონგუკ.."

"აიიიჰჰჰ ჯანდაბა.. უკვე??? უკვე წავიდა?!"

"ოთხი წლის წინ გარდაიცვალა..."

ჯონგუკმა მუშტი შეკრა და საწოლს მაგრად დაარტა.. 

"დედა.."

ტირილი დაიწყო.. უფროსწორად ეს ტირილი აღარ იყო..

"თეჰის უკანასკნელი წუთები ჩემ-ჩემთან უნდა გაეტარებინა.. ბედნიერად... "

"დამშვიდდი კარგი?!"

"არა.. "

"მან თავისი უკანასკნელი წუთები აქ გაატარა.. და ნახე.. რაღაც დაგიტოვა.."

"რა დამიტოვა.."

ქალმა ბალიშის ქვეშ ხელი შეაცურა და ფურცელი გამოუღო..

"წერილი?"

"ჰო.."

ღრმად ჩაისუნთქა და კითხვა დაიწყო.. მარა არა ისე რომ დედამისს გაეგო..

ქუქი.. პატარავ.. იმედია ოდესმე ნახავ.. შეიძლება მე უკვე აღარც ვიყო ამას რომ წაიკითხავ.. მინდა რომ გახსოვდეს.. ყოველთვის მეყვარები.. გთხოვ მალე გამოჯანმრთელდი.. მალე გაიღვიძე.. მენატრები.. როდემდე დამტანჯავ?! კიდევ მინდა რომ გაღიმებული გნახო.. შენ კი.. შენ კიდევ რას აკეთებ?! გძინავს.. დიდი ხნის სიცოცხლე არ დამრჩენია შენ კიდევ??! ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.. ვგრძნობ რომ ხვალ ან ზეგ ამ სამყაროს მოვშორდები.. რომ გაიღვიძებ იმედია გემახსოვრები.. რას ვიზამთ.. ასეთია ბედი.. "სხვაგან" შევხვდებით საყვარელო.. მომენატრები..
                                თეჰის უყვარხარ.. კარგად.

წერილი გულში მიიხუტა და ტირილი დაიწყო.. დედამისს ჩაეხუტა და ასე იყვნენ მთელი ღამე..

...

Only MINE Where stories live. Discover now