25

684 107 10
                                    

" გვიანია.. არ იძინებ?"

" არ ვიცი.. თეჰი.. მოდი დღეს არ დავიძინოთ.."

"რა? რატომ?!"

"არ მეძინება და მაგიტომ.."

"ჯონგუკ ცუდად ხარ და წესით უნდა დაიძინო.. "

"ოოო.."

"ექიმმა რა გითხრა.. "

"არაფერი ისეთი.. ორშაბათს რაღაცაზე უნდა მივიდე და ვსო.."

"ანუ ექიმმა დაგიბარა?"

"ხო.. უმნიშვნელო ნემსს გამიკეთებს და საშიშიც არაფერია.. "

"ჩემი პატარა.. მომენატრები.. "

"ჯერ კიდევ დიდი დრო გვაქვს.. გაჩუმდი.."

როდემდე უნდა ახსენონ ის რომ მალე მოუწევთ დამშვიდობება..

ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის..

ორივემ ერთმანეთზე უკეთ იცის ის რომ ამაზე ფიქრი ცუდის მეტს არაფერს მოუტანს.. მაგრამ.. არა.. ორივე მაინც ამაზე ფიქრობს...

მხოლოდ ეს უტრიალებთ თავში..

ისე.. მართლა როგორაა ადამიანის გონება მოწყობილი..
ყველა იმაზე ფიქრობს რისიც ეშინიათ..

ზოგს სიკვდილის ძალიან ეშინია.. მაგრამ არა თეჰიონს და ეს ყოველთვის აბრაზებდა ქუქის..

თეჰიონი მიიჩნევდა რომ სიკვდილი თავისუფლებაა.. ის ყოველთვის ამბობდა და ამბობს რომ სიკვდილი ცუდი არაა რადგან ამ საზარელი სამყაროდან წახვალ.. სამუდამოდ..
თუმცა.. ჯონგუკმა რომ ამდაგვარი წინადადება თქვას მაშინვე დაუყვირებს..

ერთხელ ასე უაზროდ იჩხუბეს..

შეიძლება ეს იმასაც ნიშნავს რომ ადამიანი სიკვდილს რაც უფრო და უფრო უახლოვდება მით უფრო გამბედავი და უშიშარი ხდება?!

იქნებ მხოლოდ მაშინ აზროვნებ ასე როდესაც,  იცი როდის მოკვდები..

რა გაუგებარი რამაა არა?!

[ორშაბათი დილა]
<11:30>

"ჯონგუკ მე წაგიყვან.."

"თეჰიონ არ მინდა.. დიდი ხანია გარეთ არ გავსულვარ.. ფეხით მირჩევნია წავიდე.. და არც შენი გამოყოლა მინდა.."

"ხო მაგრამ.."

"პატარავ.. სულ შენთან ვერ ვიქნები.. ეს ხომ იცი.. გარეთ კიდე რამდენიმე წელია შენს გარეშე არ გავსულვარ.."

თეჰიონს გული ჩასწყდა ამ სიტყვებზე.. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა იმას რომ მისი დატოვება უწევდა.. იმის წარმოდგენაც კი არ უნდოდა რომ სულ მალე ჯონგუკი, თავისი პატარა ბაჭია.. ქუჩაში მარტო ივლიდა.

"არა მეც მოგყვები.."

ჯონგუკი დაიხარა და თეჰიონის ბაგეებს მოწყვეტით აკოცა..

"მალე დავბრუნდები.. ახლა კი წავედი.. და უი ხო.. სააჭმელი დაგიტოვე.. მიყვარხარ.."

კიდევ ერთხელ აკოცა და გარეთ გავიდა..

Only MINE Where stories live. Discover now