23

707 105 16
                                    

"პასუხს ველი.."

ქალი ისევ ჩუმად იდგა.. ნუთუ არ იცოდა რა ეპასუხა?! ნუთუ რამე ხდებოდა?!

"ექიმო?!"

"გისმენთ?!"

"კითხვა დაგისვით"

"ჰა? რა კითხვა?! "

ექიმმა თავის ისე მოჩვენება დაიწყო თითქოს არც გაუგონია თეჰიონის შეკითხვა..

"რაიმე საშიში ხომ არ არის?!"

"რასთან დაკავშირებით?!"

თეჰიონს ეს ექიმი ნერვებს უშლიდა.

"ჯონგუკთან.. სულ გამოსულელდით??"

უკვე ყვირილზე გადავიდა..

"აა.. ბოდიშით.. არა.. საშიში არაფერია.."

"მაპატიეთ რომ გიყვირეთ მაგრამ.."

"არაფერია..ჩემი წასვლის დროა.. თუ ოდნავ მაინც არ გახდება კარგად მაშინვე საავადმყოფოში.. "

"ჰო.. გასაგებია.. ნახვამდის"

თეჰიონი კარებს კეტავს და თავის პატარასთან მიდის..
ისევ იმავენაირი სიტუაცია..

"რა მოგივიდა.. ვნერვიულობ.."

თეჰიონმა თავისდა უნებურად დაიწყო ტირილი..

/თე ნუ ტირი.. მე კარგად ვიქნები.. შენს თავზე უნდა იფიქრო../

"შეიძლება გაკოცო??"

/როდის აქეთ მეკითხები ამას??! ვინ გიშლის.. მიდი.. გააკეთე.. /

თეჰიონი თავს ქუქისთან ახლოს წევს..

თვალებში უყურებენ..

საუბრობენ..

ამით რწმუნდებიან რომ მათ ერთმანეთი ნამდვილად უყვართ..

როგორ შეიძლება ბედი ასე უბრალოდ ეთამაშებოდეს ნამდვილ სიყვარულს?!

რამე დააშავეს?! ორი უცოდველი არსება.. რომლებიც მუდამ სიყვარულისგან დაიტანჯებიან..

ადამიანი ყველაზე მეტად მაშინ იტანჯება როდესაც შეყვარებულია..

სიყვარული როგორც კარგი ამავდროულად ცუდი და მტანჯველია..

თითქოს ნამდვილ სიყვარულს ყოველთვის ყველაფერი ეწინააღმდეგება.. არა?!

ყველაფერ ნამდვილს სამყარო დიდ წინააღმდეგობას უწევს..

/დიდ ხანს უნდა მიყურო?!/

/ჰაჰ არა პატარავ/

თეჰიონი მათ შორის მანძილს ძალიან ამცირებს და ერთმანეთის ბაგეებს ნაზად აერთებს..

როგორც წესი კოცნა ყოველთვის ნელა და ნაზად იწყება.. შემდეგ კი ცხოველურში გადადის.. მაგრამ არა.. მათ კოცნაც კი განსხვავებული აქვთ.. მათი კოცნა არ არის ასეთი ველური..

დარჩენილი დრო მხოლოდ ერთმანეთის ალერსში სურთ რომ გაატარონ..

ცდილობენ ცხოვრების ყოველი წუთი რაღაცა კარგით შეცვალონ..

ო.. ღმერთო.. ორივეს როგორ ეშინია.. ნუთუ ასეთი დაუნდობელი ხარ მათ მიმართ..თუმცა.. ჰომ შეიძლება ამ დაუნდობლობას რაიმე მიზეზი ჰქონდეს..
ალბათ აქვს..

თეჰიონი ამ უმშვენიერესი არსების ბაგეებს წყდება და სახის ნაკვთებზე გადადის..

თითოეულ დეტალს უკოცნის..

უმცროსი სიამოვნებისგან თვალებს ხუჭავს.. უყვარს თეჰიონის შეხება..

ყველაზე მეტად თეჰიონის შეხება უყვარს და მეტი არაფერი..

ხელებს ხვევს და სახეს თეჰიონის მკერდში მალავს..
მისი სურნელი აბრუებს..

თეს სურნელი ნებისმიერი ძვირადღირებული სუნამოს სუნს ურჩევნია..

ორივე ტირის.. 

როგორ შეიძლება არ იტირონ..

თუმცა.. ქუქი იმაზე არ ტირის რაზეც თეჰიონი..

ჯონგუკს სხვა მიზეზი აქვს..

..

არავინ იცის რა..
გარდა ექიმისა...

........................

🤗 ესეც ახალი თავი..

ბოდიში რომ დავაგვიანეე😘

Only MINE Where stories live. Discover now