18

783 115 23
                                    

მზის სხივები პატარა ქუქის სახეს ეთამაშებოდა, რამაც აიძულა რომ საბოლოოდ გაეხილა თვალები და მომწყდარიყო სიზმრების სამყაროს.. ინსტიქტურად ხელს იმ ადგილსკენ წევს სადაც თეჰიონი უნდა იწვეს მაგრამ, თბილი სხეულის ნაცვლად მას ცარიელი ადგილი ხვდება...


"თეჰიონ" ბიჭმა თითქმის დაიყვირასავით...


პასუხი მაინც ვერ მიიღო და გადაწყვიტა რომ თავადვე დაეძებნა...მისაღები ოთახისკენ წავიდა მაგრამ, იქაც სრული სიცარიელე დახვდა.. შემდეგ სამზარეულოში გავიდა.. ჯერ კიდევ ჰქონდა პატარა იმედის ნაპერწკალი...მაგრამ იქაც ანალოგიური...


/ჯერ არა.. ჯერ არ უნდა წახვიდე/


პატარა მაგიდაზე მოკუჭულ ფურცელს ამჩნევს... გული საშინლად უცემს.. ეშინია...ხელის კანკალით ხსნის ფურცელს და თვალები ცრემლებით ევსება... სხეული ძირს ვარდება და ისე განაგრძობს ტირილს...პატარა ფურცელზე მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა... "მომენატრები"...


ჯონგუკი ვერაფერს იაზრებდა... ფურცელს ხელს მაგრად უჭერდა, თავი კი მუხლებში ჰქონდა ჩარგული..

/უკვე მიდის? უკვე დამტოვა?!/

 

ამას ვეღარ უძლებდა... უბრალოდ სამზარეულოში შედის და ყველაზე დიდ და ბასრ დანას იღებს... თვალებს ხუჭავს და დანას ვენაზე იდებს...

.....................................

Only MINE Where stories live. Discover now