21

726 118 4
                                    

"ცოტა ხანსაც დავიძინებ.. " დახუჭული თვალებით ეუბნება ჯონგუკი

/ ისე აქაურობა საღამოს უფრო კარგია.. ცოტას მეც დავიძინებ../

ჯონგუკს ეს არც გაუგია.. მას კიდევ ეძინა.. თეჰიონიც მოკალათდა და დაეძინა..

................

"ვაიმე რა ლამაზიაა.. თეჰიიი.. ნახეე.."

"ჰო.."

"თე გაიღვიძე.."
ჯონგუკი პატარა ბავშვივით მიუცუცქდა თეჰიონს და მთელს სახეზე კოცნების დატოვება დაუწყო..

"მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ.."

კოცნებს შორის იძახოდა..

"ჯონგუკ.. პატარავ.. გეყოფა.."

ქუქიმ თეჰიონის სახე თავის ხელებში მოიქცია.. თავი ოდნავ მაღლა ააწევინა და ასე უყურებდა თვალებში..

თე ჯერ ახალი გაღვიძებული იყო და ოდნავ გაბრუებულიც.. მაგრამ ჯონგუკის შეხება სიამოვნებდა.. ძალიან სიამოვნებდა.. აშინებდა ის რომ მალე ამას ვეღარ იგრძნობდა..

"გადმოდი მანქანიდან.. შეხედე.. უკვე ღამეა და... უყურე რამდენი ციცინათელაა.. თე ეს ადგილი რანაირად იპოვე.."

"შენთვის ვიპოვე"

"მიყვარხარ.."
ჯონგუკი ჩაეხუტა.. ხელები თმებში  შეუცურა და თავით უფრო მიიკრო სხეულზე..

"მარტო ციცინათელები დაინახე?!"

"არა.. ჩანჩქერიც.. ულამაზესია.. ძალიან ლამაზია.."

"პატარავ.. მიხარია რომ მოგწონს.."

"გადმოდი მანქანიდან.."

უმცროსმა უფროსის ხელები თავისაში ახლართა და სავსე მათვარის შუქზე ასე დადიოდნენ..

"მოდი ჩანჩქერთან ახლოს მივიდეთ.. გთხოვ.."

"როგორც შენ გინდა.. მაგრამ ერთი წუთი.."

თეჰიონი მანქანისკენ წავიდა, იქიდან კი სქელი, დიდი მოსაფარებელი და გასაშლელი სკამით დაბრუნდა ხელში..

Only MINE Where stories live. Discover now