შენიშვნა : ფიკის კითხვის დროს,გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ თარირებს)
აგვისტო,1940
თეჰიონი სიცივისგან იყინებოდა. საშინლად კანკალებდა. საბრალოს მხოლოდ ერთი თხელი ზედა ეცვა, რომელიც ოდნავადაც არ ათბობდა, ამიტომ ცდილობდა მიმავალი ზაფხულის სითბო მთელი სხეულით შეეგრძნო. ბიჭი ფიქრობდა, რომ ეს მისთვის, სავარაუდოდ, ბოლო შემოდგომა იქნებოდა. თუ სიცივისგან არ მოკვდებოდა, მაშინ ეს აუცილებლად შიმშილისგან იქნებოდა გამოწვეული. მაგრამ კიმი მონდომებით ცდილობდა ეს ბნელი აზრები თავიდან ამოეგდო, ცდილობდა მათში არ ჩაძირულიყო. რადგან შეძლო ამ წუთამდე ეცოცხლა, მაშინ ამის შემდეგაც შეძლებდა. ბიჭის ფიქრები კაცმა გააწყვეტინა, რომელიც მის გვერდით იწვა და მძიმედ ახველებდა, გეგონებოდა ერთ ამოხველებაზე ორგონოებს ამოაყოლებსო.
ბანაკი, რომელშიც ის მოათავსეს, 30 უზარმაზარი ბარაკისგან შედგებოდა, სადაც, დაახლოებით თითოეულში, 80 ადამიანი იწვა. 2000 ათასი ადამიანი, რომლებიც მომავლის გარეშე იყვნენ დარჩენილნი, ზუსტად ერთნაირ ფორმაში იყო ჩაცმული. ასეთი ტანსაცმელი გაქცეულთა დაჭერას აიოლებდა - ამგვარი ფორმა ძალიან კარგი შესამჩნევი იყო იმათთვის, ვინც გაქცეულებს დასდევს, ხოლო ადგილობრივი მცხოვრებლები მათი დანახვისთავანე ხვდებიან, რომ ისინი სწორედ გამოქცეული პატიმრები არიან. ეს უნიფორმა პატიმართა ფსიქიკაზე მოქმედებდა და უდანაშაულო ადამიანებს თავისუფლებას ართმევდა.
კაცმა ისევ მაგრად დაახველა და თეჰიონი მეორე მხარეს გადაბრუნდა. ძვლები ძალიან ტკიოდა პატარა კენჭებზე წოლით.
- ეი, - ჩუმად დაუძახა უცხო ხმამ, - კორეელი ხარ?
თეჰიონმა თვალები წამიერად გაახილა. როდესაც მისი თვალები სიბნელეს ბოლომდე შეეჩვია, მან შეძლო იმ ბიჭის ნაკვთების გარჩევა, რომელიც მას მშობლიურ ენაზე ეძახდა.

YOU ARE READING
M e m o r i e s | TaeKook
Romanceმოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც კორეა იაპონიის მმართველობის ქვეშაა. ომი, რომელმაც ცხოვრება დაანგრია... ომი, რომელმაც ბედი შეცვალა... ომი, რომელმაც ბედნიერება მოიტანა... * * * დაწყება 2019 წლის 14 მარტი - დასასრული 2019 წლის 30 მარტი