- გმადლობთ მშვენიერი სასმელისთვის,გენერალო ტაცუი.ასე ამბობენ,კარგ საკეს ცივად სვამენ!(რა ბრძნული გამონათვამია🤓🤓🤓) - თან იცინოდა და გუბერნატორმა საკეთ სავსე საკაძუკი(საკეს დასალევი ჭიქა) მაღლა აწია.ადმირალმა,რომელიც გვერდით იჯდა,ასევე ასწია მაღლა კერამიკული ჭიქა.
ჯონგუკმა უბრალოდ ყალბად გაიღიმა და სასიამოვნო ალკოჰოლი მოსვა.ბიჭს საერთოდ არ სიამოვნებდა დაუპატიჟებელი სტუმრების გართობა.ის დარწმუნებული იყო,რომ ეს ორი გარყვნილი მოხუცი მას იმიტომ გამოყვნენ,რომ ჩაშლილი აუქციონის და დაკარგული სიამოვნების გამო შური ეძიათ.ახლა გუკი კი უბრალოდ მოუთმენლად ელოდებოდა,როდის აირჩევდნენ გასართობათ თავისთვის სათამაშოებს და როდის წაეთრეოდნენ მისი კუნძულიდან.
- სამწუხაროდ,იმდენი დრო არ მაქვს,რომ თქვენი სტუმართმოყვარეობით დავტკბე,გენერალო, - ჩვეულებრივი ტონით თქვა ადმირალმა. - ამიტომ,ხომ არ ჯობია,რომ ახლავე წავიდეთ პატიმრების საცხოვრებელში?შეიძლება იქ ვნახოთ მოსაწონი და შესაფერისი ვარიანტები.
- დიახ,ბატონი ადმირალი ხვალ უკვე აუცილებლად ბირმაში უნდა გაემგზავროს.ამოტომ დღევანდელი ღამის ძვირფასი წუთები ფუჭად არ გავფლანგოთ, - ღიმილით თქვა მაცუმოტომ.
- რათქმაუნდა.ბარაკში წამობრძანდით, - იმ წამსვე წამოდგა გუკი,თან უხაროდა,რომ როგორც იქნა ეს დღე და გრძელი უსიამოვნო ვახშამი მალე დამთავრდებოდა.
როდესაც შენობისკენ მიდიოდნენ,ადმირალს და მაცუმოტოს მცველები მიჰყვებოდნენ,ჯონგუკმა ამ დროს მასზე პოლკოვნიკ აბეს მზერა შენიშნა,რომელმაც თავი დაუკრა და წასვლა გადაწყვიტა.
<<მოგვიანებით ეს ბიჭი ჩემთან უნდა გამოვიძახო>> - გაიფიქრა ბიჭმა.
ჯონგუკმა შესასვლელთან მდგომ ოფიცრებს უბრძანა,რომ სტუმრები მძინარე პატიმრებთან შეეშვა,რომ მათ თითო-თითო აერჩიათ,ვინც მოეწონებოდათ,თვითონ კი გარეთ ცდა ამჯობინა.

YOU ARE READING
M e m o r i e s | TaeKook
Romanceმოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც კორეა იაპონიის მმართველობის ქვეშაა. ომი, რომელმაც ცხოვრება დაანგრია... ომი, რომელმაც ბედი შეცვალა... ომი, რომელმაც ბედნიერება მოიტანა... * * * დაწყება 2019 წლის 14 მარტი - დასასრული 2019 წლის 30 მარტი