#3#

374 54 14
                                    

რამოდენიმე დღის შემდეგ,როდესაც ჯიმინი და გამოჯამრთელებული თეჰიონი იჯდნენ და ერთ გამხმარ პურს ღრღნიდნენ,კიმმა გადაწყვიტა მისთვის ეკითხა.

- ჯიმინ-ა, - ჩუმად დაიწყო მან, - გულწრფელად მითხარი,მე ფეხებზე ჩემმა ძლიერმა იმუნიტეტმა არ დამაყენა,ხომ ასეა, - თეჰიონი გაჩუმდა და შებრუნებული ჯიმინის თვალებში ჩახედვას ცდილობდა,და გააგრძელა : - წამლები სად იშოვე?შეუძლებელია ისინი იმ ნაძირალა იაპონლებს მოეცათ.მითხარი,საიდან მოიტანე?

ჯიმინმა უბრალოდ გაიღიმა,მეგობარს თმებზე მოეფერა და უპასუხა:

- ნუთუ ეს ასე მნიშვნელოვანია?მთავარია,რომ ახლა ჯამრთელი ხარ.

ბიჭი თავისთვის იმაზე დაფიქრდა,რომ არა მხოლოდ დაუნდობელი დამპყრობლები შეიძლება იყვნენ სისხლისმსმელი მხეცები.როგორც აღმოჩნდა,ის ადამიანი,რომელთანაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ცხოვრობდა და მისი მეგობარი იყო,ასეთი საშინელი მონსტრი აღმოჩნდებოდა.

დეკემბერი,1940

უსიამოვნო მეტალის კრაჭუნის ხმამ ყველას გამოღვიძება აიძულა. შორს, მარჯვენა კუთხისკენ რაღაც სინათლე გამოჩნდა,და როდესაც კარი მთლიანად გააღეს,ამ უეცარმა სინათლემ დარჩენილი პატიმრები დააბრმავა,რომლებიც ავადმყოფობისგან სიკვდილს გადაურჩნენ.თეჰიონს არ ესმოდა,რა ხდებოდა.ჩვეულებისამებრ საჭმელს მილიდან უგდებდნე ან ფანჯრიდან აწვდიდნენ.ეს რაღაც უცნაური იყო და ცუდ წინაგრძნობას იწვევდა.

- ჯიმინ,რა ხდება? - ანერვიულებულად ჰკითხა პაკს,როდესაც მისი მეგობრის სახეს შეხედა,რომელიც მომენტალურად დასერიოზულდა და დაიძაბა.

- განაჩენი, - ჩურჩულით უთხრა შავთმიანმა,როდესაც შემოსულმა იაპონელმა ოფიცერმა გვარების ყვირილით ამოკითხვა დაიწყო.ბანაკში იმ წამსვე არეულობა და ჩუმი პანიკა დაიწყო.

- რაა? - იკითხა თემ,რომელიც მაინც ვერ მიხვდა რა ხდებოდა.

- ხანდახან ასე მოდიან ჩვენთან.თუ დაასახელებნ სახელს და <<გადი შენი ნივთებით>>იტყვიან ,მაშინ გილოცავ,იღბლიანი ხარ და ბანაკში გაგზავნიან,სხვა ადგილას., - შემდეგ ჯიმინმა დაბალი ხმით განაგრძო : - თუ დაასახელებენ უბრალოდ სახელს,მაგრამ ნივთების გარეშე - მაშინ ჩაგცხრილავენ.

M e m o r i e s  | TaeKookWhere stories live. Discover now