მარტი,1943
თეჰიონმა უზარმაზარი მეშოკი აწია,სამშენებლო ნარევებით სავსე,ზურგზე გადაიკიდა,და საწყობისკენ წაიღო.ხელები ტკიოდა,კისერი კი ამდენი სიმძიმის აწევისგან გაშეშებულლი ჰქონდა.გეგონებოდა,კიდევ ცოტაც და ფეხები ვერ გაუძლებდა,მაგრამ ისევ მთელი ძალა მოიკრიბა,და კიმი სატვირთავი გემისკენ გაემართა შემდეგი მეშოკისთვის.
იმ დღეს როდესაც პატიმრები,ამერიკელების მიერ განთავისუფლებულები,კუნძულიდან გაიქცნენ,ისინი გემზე დასვეს და კორეაში წაიყვანეს.სახლში.როდესაც დაბრუნებულების სიას ამოწმებდნენ,იუნგისთან ვიღაც ხალხი მივიდა,და როდესაც დააზუსტეს,რომ იუნგი მართლაც მუშაობდა სეულის სასამართლოში,ის წაიყვანეს.
როდესაც მანქანასთან იდგნენ,იმ ქანქანასთან რომლითაც ის უნდა წაეყვანათ,იუგი კიმს მასთან ერთად წასვლას ურჩევდა.
- ამბობენ,რომ ყველა ჩინოვნიკებიდან,ვინც ჩემთან ერთად დააკავეს,უმეტესობამ დაბრუნება ვერ შესძლო.ამიტომ ამ ხალხს სამუშაოზე მივყავარ,დედაქალაქში, - ფრთხილად მოჰკიდა ბიჭის მხრებს,და უთხრა : - თეჰიონ-ა,წამოდი ჩემთან ერთად.შენ აქ,პორტზე მუშაობა მოგიწევს,აზრზე არ იქნები სად დაიძინებ,და აზრზე არ იქნები რას შეჭამ,იქ კი მე ბინას გამომიყოფენ.შენ იქ შეგეძლება ნორმალურად იკვებო.ნორმალურად იცხოვრო.
სევდიანად გაიღიმა,და კიმმა უპასუხა:
- მე ტყვეობაშიც კარგად ვცხოვრობდი.ამიტომ უფლება არ მაქვს აქაურ ცხოვრებაზე ვიწუწუნო, - თავდაჯერებულად მოიშორა მეგობრის ხელები მხრებიდან,და მტკიცედ დაამატა: - არა,ჰიონ.მე მას უნდა დაველოდო.
იუნგის,ესმოდა,რომ მის გადარწმუნებას ვერანაირად ვერ შესძლებდა.
<<მაინც,ამ დრაკონს მართლაც შეუძლია მასში ძლიერი გრძნობები გააღვიოს.თუნდაც ისინი არანორმალური იყოს>>.
როდესაც მანქანაში ჩაჯდა,იუნგიმ ფანჯარა გააღო,რომ გამომშვიდობებოდა:

YOU ARE READING
M e m o r i e s | TaeKook
Romanceმოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც კორეა იაპონიის მმართველობის ქვეშაა. ომი, რომელმაც ცხოვრება დაანგრია... ომი, რომელმაც ბედი შეცვალა... ომი, რომელმაც ბედნიერება მოიტანა... * * * დაწყება 2019 წლის 14 მარტი - დასასრული 2019 წლის 30 მარტი