#2#

435 60 8
                                        

მცველმა დაწოლილი პატიმრების შემოწმება და შეთვალიერება დაიწყო, მაგრამ სიბნელეში წამომჯდარი ფიგურა შენიშნა. ფანარის ამოღებისა და მისკენ მინათების შემდეგ მასში მცველმა ნაცნობი ახალგაზრდა ამოიცნო, რომლის თვალებშიც მკვეთრად წაიკითხავდით კითხვას - "რატომ?".

მცველმა უსიტყვოდ მოაშორა ბიჭს ფანარი და ფანჯარა სასწრაფოდ დაკეტა. ჩუმი ნაბიჯებით დასასვენებელ ოთახში გავიდა და მორიგეობის შეცვლა მოითხოვა.

ჯიმინი ასე იჯდა, პირდაღებული. ძალა არ შესწევდა, რომ ემოციები შეეკავებინა, რომლებსაც ის თავიდან ფეხებდამდე შეეპყრო. ტკივილი, იმედგაცრუება, უარყოფა და ყველაზე მთავარი, გაუგებრობა. ახლავე სურდა იმ ადამიანთან მისულიყო, თვალებში ჩაეხედა და უბრალოდ ეკითხა - "ლი ჰანსოლ, რატომ?"

მეორე დღეს თეჰიონი უფრო ცუდად გახდა. პრაქტიკულად მთელ დღეებს ძილში ატარებდა, გამოღვიძებისთანავე კი სისუსტისგან გული მისდიოდა. პაკი ამას ხედავდა და ძალიან ცუდად ხდებოდა, რადგან მისი ერთადერთი მეგობრის დახმარება არაფრით არ შეეძლო.

უმრავლესობას, რომელიც მას იცნობდა, დაუფიქრებლად შეეძლო ეთქვა, რომ ჯიმინი ყოველთვის გულისხმიერი, პასუხისმგებელი და უზარმაზარი თანაგრძნობით აღსავსე პიროვნება იყო. ამიტომ ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა იმყოფებოდა პაკს უბრალოდ ნელ-ნელა კლავდა. მას არ შეეძლო მომაკვდავი მეგორისთვის მშვიდად ეყურა და მის გადასარჩენად არაფერი გაეკეთებინა. ამიტომაც გადაწყვიტა, მისი ერთ-ერთი უდიდესი პრინციპისთვის გადაებიჯებინა და დახმარებისთვის ეთხოვა.

მომდევნო ღამეს, სანამ შესამოწმებლად ჩამოივლიდნენ, ჯიმინი ფანჯარასთან ახლოს დადგა, სწორედ იქ საიდანაც მცველები იხედებოდნენ. მცველების საუბრიდან პაკმა გაიგო, რომ დღეს ისევ ჰანსოლის სმენა იქნებოდა.

ბიჭი იჯდა, ხელები მუხლებზე შემოეხვია, თავი მათში ჩაერგო და უკვე მორფეუსის სამეფოში უნდა ჩაძირულიყო, როდესაც ქუჩიდან ვიღაცის ნაბიჯებისა და ფანჯრის გაღების ხმა მოესმა.

M e m o r i e s  | TaeKookWhere stories live. Discover now