ჯონგუკს კიმის სიცილი ესმოდა,მაგრამ თვითონ ბიჭს ვერ პოულობდა.გეგონებოდა,თითქოსდა თეჰიონი ყოველთვის ტყის ელფი იყო,რომელიც წიწვოვანი კორომებში იმალებოდა.
- მინიშნება მომეცი! - დაიყვირა ჯონგუკმა.
- შენ იარე,მე კი შენ მიმართულებას მოგცემ, - გაისმა არსაიდან.
ჯონგუკმა უბრალოდ ამოისუნთქა და გადატეხილი ხისკენ წავიდა.
- გაცივდა! - გაისმა თეჰიონის ხმა.
ჯონგუკს გაეღიმა და მარცხნივ შეუხვია,საპირისპირო მხარეს.
- ისევ გაცივდა! - სიცილით თქვა კიმმა.
გაურკვევლობაში მყოფი ჯონგუკი რომელიც,არც თუ ისე დიდი მდელოს ცენტში მივიდა,გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო.
- გათბილდა!
ჯონგუკს გაუხარდა და იმ მიმართულებით სიარული გააგრძელა.
- კიდევ გათბილდა!
კიდევ ერთი ნაბიჯი.
- გაცხელდა!
კიდევ ორი.
- უკვე ცეცხლია!
რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო ჯონგუკმა,როდესაც მის წინ ფიგურა დახტა.თეჰიონი ხიდან ჩამოხტა.
- მაგრა დავიმალე,ხო? - და როდესაც მოულოდნელობისგან შეშინებული ჯონგუკის სახე დაინახა,გაეცინა და დაამატა: - ბავშვობიდან ხეებზე კარგად დავძვრები!და თუ არა ჩემი მინიშნებები,შენ მე ვერასდროს ვერ მიპოვიდი.
ჯონი მომღიმარ ბიჭს მიუახლოვდა და წიწვოვანი ხის რამოდენიმე ნემსი მოაშორა თმებიდან.როდესაც კარამელისფერ თვალებში მზის ანარეკლი დაინახა,გუკმა ამოისუნთქა.
აი.
ის ზუსტად ისაა,რასაც ის ელოდა.რასაც ეძებდა.
ჯონგუკმა თეჰიონი ახლოს მიიზიდა,ნაზად აკოცა და ჩურჩულით უთხრა :
- შენ ისეთი ლამაზი ხარ.
მარტი,1942

YOU ARE READING
M e m o r i e s | TaeKook
Romanceმოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც კორეა იაპონიის მმართველობის ქვეშაა. ომი, რომელმაც ცხოვრება დაანგრია... ომი, რომელმაც ბედი შეცვალა... ომი, რომელმაც ბედნიერება მოიტანა... * * * დაწყება 2019 წლის 14 მარტი - დასასრული 2019 წლის 30 მარტი