#4#

388 53 17
                                    

- გადმოდით, - როდესაც მეტალის კონტეინერის კარები გამოაღო,ბრძანა იაპონელმა ჯარისკაცმა.

თეჰიონი და კიდევ თერთმეტი <<იღბლიანი>> ტრაილერიდან გადმოვიდნენ,და ცივმა ქარმა ყველას ძვლებამდე დაჰკრა.მთელი სხეული კანკალს ჰქონდა აყოლილი.კიმისთვის სულ ერთი იყო,სად მოიყვანეს,ახლა მას უფრო მეტად მეგობრის ბედი ანაღვლებდა,რომელიც იქ დარჩა,იმ ჭუჭყიან ბარაკში.მთელი ფიქრი იმაზე ჰქონდა გადატანილი,რომ რაღაცნაირად უნდა გაეგო რა შეემთხვა ჯიმინს მისი წასვლის შემდეგ.მისი ფიქრები ყინულივით ცივმა ქარმა გააწყვეტია.კიმმა როგორ იქნა თავი მაღლა აწია და იმ წამსვე გაქვავდა,ხოლო თვალები გაუფართოვდა დანახულის შემდეგ.

პორტი.

ისინი პორტზე არიან,ეს იმას ნიშნავს,რომ ქვეყნიდან გაჰყავთ?მან იქ მყოფ პატიმრებს გადაავლო თვალი,რომელთა თვალებშიც ასევე გაურკვევლობა და შიში ამოიკითხებოდა,რადგან არ იცოდნენ თავიანთი მომავალი ბედის შესახებ.

ზამთრის გაშავებული ზღვა  უფრო მეტად ბადებდა ამ საშინელ გრძნობას,თითქოსდა ისინი პატიმრებზე უფრო მეტად წუხდნენ.ცივი წყლის ზემოთ თოლიები დაფრინავდნენ,მტაცებლები შავ-მოლურჯო ზღავსთან დაიწეოდნენ,საიდანაც ისინი უდანაშაულო მსხვერპლს ამოიყვანდნენ,რომლებიც დღეს მათზე უფრო ძლიერ არსებებს გამოკვებავდნენ.

ცოტა მოშორებით სატვირთო გემი იდგა,რომელიც უამრავი ხის ყუთით იყო გამოტენილი.მაგრამ,თეჰიონი იმ ადამიანებს უყურებდა,რომლებთაც ისეთი ფორმა ეცვა,როგორც მას.ეს იმას ნიშნავს,რომ მათ სხვადასხვა ბანაკებიდან აგროვებდნენ.

- მოეწყვეთ! - გასცა ბრძანება იმავე ჯარისკაცმა. - გამომყევით.

და პატიმრები,რომლებიც ერთ რიადზე მოეწყვნენ,ჯაჭვივით გადამბულებივით აედევნენ უკან ჯარისკაცს,რომელიც გაცურვისთვის მზად მყოფი გემისკენ მიდიოდა.

როდესაც ბორტზე ავიდნენ,მან კიდევ 3 ჯგუფი დაინახა,რომელშიც ასევე პატიმრები იყვნენ,ოღონდ ორ რიადად.როდესაც თეჰიონის ჯგუფიც მოეწყო,ბორტზე იაპონელი პოლკოვნიკი ამოვიდა.კაცი ძალიან მაღალი იყო,უსიამოვნო სახით,რომლის მარცხენა მხარეზეც უზარმაზარი შრამი შეიმჩნეოდა,რომელიც როგორც ჩანს ბრძოლის დროს მიიღო.

M e m o r i e s  | TaeKookWhere stories live. Discover now