თეჰიონი ცდილობდა მზერა ბრინჯის თეთრი ბურთულებისკენ გადაეტანა,მაგრამ სინამდვილეში უნდოდა გენერლისთვის შეეხედა.
ბიჭის თავში სამხედროს ქცევები ვერ იხსნებოდა.იმის შემდეგ,რაც მან მის სახლში გაიღვიძა,თითქოსდა დრაკონი რომელიღაც შინაურ ცხოველს ჩაენაცვლა.
მას მისთვის ისეთი მზერით არ შეუხედავს,რომელიც შიშს გამოიწვევდა.მას არ მიახლოვებია და საერთოდ არ მიჰკარებია.
და კიდევ...ის მასზე ზრუნავდა?
კიმი მაშინ მოსამსახურეებმა კარგად დაბანეს,რომელიც სახლში მუშაობდნენ,შემდეგ კი ახალი ტანსაცმელი მისცეს.ოღონდ ფორმა არა.ბიჭი მაშინ ეჭვით ათვალიერებდა შავ შარვალს და თეთრ პერანგს,ფიქრობდა რომ შეიძლება რაღაცით იყო მოწამლული.
მაგრამ მსგავსი არაფერი.
გენერალი უბრალოდ აიძულებლა რომ მასთან ერთად ეჭამა,თან ყოველთვის რაღაცას უყვებოდა.თეჰიონი ცდილობდა ყურებს იქეთ გაეტარებინა,ისე რომ სხვა რამეზე დაიწყებდა ფიქრს.მაგრამ ხანდახან,როდესაც მის მონოლოგებს დაიწყებდა,კიმს უცაბედად ავიწყდებოდა,სად და ვისთან ერთად იჯდა,ისე რომ მთლიანად ტკბებოდა სიუჟეტის არსით.გენერალი ისე გატაცებით ყვებოდა სურათების შესახებ,ისე სიამოვნებით და თბილად ყვებოდა მისი წაკითხული წიგნების შინაარსებს,რომ თეჰიონი იმ მომენტში მის წინ სულ სხვა ადამიანს ხედავდა.
მაგრამ ის სულ თავს აფრთხილებდა და ახსენებდა,როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს დრაკონი.
და როდესაც ირგვლივ მიმოიხედებოდა,კიმი აცნობიერებდა,რომ ის ოქროს გალიაში იყო.რადგან სამხედრო მას არსად არ უშვებდა,აიძულებდა რომ ამ სახლის ატმოსფეროში დამდნარიყო.თუმცა ბიჭი ყოველ საღამოს ფანჯარასთან მირბოდა,რომ იუნგი დაენახა,რომელიც საპასუხოთ ფანჯარაში ბიჭის სილუეტს ეძებდა.მას ის ძალიან ენატრებოდა.იუნგის სახლში არ უშვებდნენ,ხოლო პოლკოვნიკი აბე კი ხშირად მიდიოდა ტოკიოში გენერლის ბრძანებით.
YOU ARE READING
M e m o r i e s | TaeKook
Romanceმოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც კორეა იაპონიის მმართველობის ქვეშაა. ომი, რომელმაც ცხოვრება დაანგრია... ომი, რომელმაც ბედი შეცვალა... ომი, რომელმაც ბედნიერება მოიტანა... * * * დაწყება 2019 წლის 14 მარტი - დასასრული 2019 წლის 30 მარტი