#6#

370 57 20
                                    

თებერვალი,1941

- გენერალო, - წამოიყვირა ახალგაზრდა მაიორმა,რომელმაც გენერალს ხელი აუღო და პატივის ნიშნად თავი დაუკრა. - ნება მომეცით მოგახსენოთ.

ჯონგუკი,რომელიც მის კაბინეტში ფანჯარასთან იდგა,ბიჭს საერთოდ არ უსმენდა.

ფანჯრის რაფაზე დაყრდნობილი,ახალგაზრდა ოფიცერი პატიმრებს აკვირდებოდა,რომლებიც სასადილოდან გამოდიოდნენ და სამუშაოდ მიდიოდნენ.როდესაც დაინახა,რომ მეოთხე ჯგუფი ერთად შეიკრიბა და სამუშაო ტერიტორიისკენ წავიდნენ,ბიჭმა უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები.მეშვიდემ და მერვე ჯგუფებმაც,რომ დატოვეს ჯგუფები,ჯონგუკმა უფრო და უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი ფანჯრის ხის რაფას.

ის ელოდებოდა.

და როგორც იქნა,როდესაც მესამე ჯგუფის ლეიტენანტი შენიშნა,ჯონგუკმა ნაცნობი სახის ძებნა დაიწყო.როდესაც ბიჭის წაბლისფერი თმები დაინახა,რომელიც მის მეგობართან ერთად მოდიოდა და ფართოდ იღიმოდა,გენერალმა სუნთქვა შეაჩერა.უკვე როდესაც ჯგუფი უზარმაზარ რკინის ჭიშკარში გავიდა,მან ჩუმან ამოისუნთქა.

შუბლი ცივი ფანჯარის მინას მიადო.ჯონგუკმა იგრძნო მის ვენებში როგორ დაიწყო სისხლმა ჩქეფა და დუღილი.

მან ეს ბიჭი პირველივე დღეს შეამჩნია,კიოტოდან დაბრუნების დღესვე,როდესაც სადილობის დროს პატიმრების შემოწმება გადაწყვიტა.

ის რომ არ შეგემჩნია,ძალიან რთული იქნებოდა.ძალიან ახალგაზრდა,მოხუც და დანარჩენი ასაკის კაცებს შორის ის ბიჭი მკვეთრად გამოიჩეოდა.ის ლამაზი იყო.

ძალიან ლამაზი.

 ამიტომ ჯონგუკს ის თავიდანვე არ მოეწონა.მას ეგონნა,რომ ეს არსება საერთოდ არ შეეფერებოდა ამ ადგილს,სადაც გენერალს მხოლოდ გატეხილი,იმედგაცრუებული ადამიანები უნდა ენახა,რომლებსაც თვალებში სულ შიში ექნებოდა.არ შეეფერებოდა იმ ადგილს,რომელსაც დრაკონი მართავდა.

M e m o r i e s  | TaeKookWhere stories live. Discover now