თავი ოთხი

202 23 9
                                    

პირველი გაკვეთილი შუამდე იყო მისული მაგრამ ბიჭებს უკვე სასტიკად სურდათ გაქცევა. ჯონგუკს ეძინა, თეჰიონი კუბიკ-რუბიკს აწყობდა, ჯიმინი ფანჯრიდან ქუჩაში გამავალ ხალხს აკვირდებოდა, ჯინი საღამოსთვის გასაკეთებელი საჭმლისთვის პროდუქტების სიას წერდა, იუნგი კი მუსიკას უსმენდა. მხოლოდ ნამჯუნი უსმენდა მასწავლებელს. კარზე კაკუნი გაისმა.

- მობრძანდით. - თქვა ისტორიის მაწავლებელმა.

კარები გაიღო და კლასში მაღალი, სიმპატიური ბიჭი შემოვიდა. ბიჭს სახეზე დიდი ღიმილი ეფინა და იდეალურად სწირი კბილები უჩანდა. კლასში ყველა მოსწავლე მოხიბლული უყურებდა ბიჭს.

- აჰ, შენ ალბათ ახალი მოსწავლე ხარ. გაგვეცანი. - ღიმილით უთხრა მასწავლებელმა.

- გამარჯობა, ჩემი სახელია ჯონ ჰოსოკი და მე სიხარულის ვირუსი ვარ. - თქვა მან, რამაც მთელი კლასის სიცილი გამოიწვია.

იუნგიმ თავისი რვეულიდან აიხედა. დააინტერესა ასეთი რა იხუმრა მასწავლებელმა, რომ კლასის სიცილი ყურსასმენშიც გაიგონა. ნაცნობი ფიგურის დანახვისას, სწრაფად გასწორდა და წინ მჯდარ ჯიმინს მხარზე ხელი მიჰკრა. ჯიმინმა ეშმაკური ღიმილით შემოხედა.

- ჯიმინ რა ხდება?

- აჰ, ახალი მოსწავლეა. "სიხარულის ვირუსი". - უმცროსმა ლაღად გაიცინა. - ეს ისაა, დერეფანში რომ დამეჯახა.

- რა მქვიაო?

- ჯონ ჰოსოკი. ყველაფერი უფრო მარტივი იქნება. ის ჩვენი კლასელია.

- კარგით. გავიცინეთ, გვეყო. მისტერ ჯონ, თუ შეიძლება მისტერ მინის გვერდით დაიკავეთ ადგილი. - ქალმა ჰოსოკს სულ ბოლოში მერხთან ადგილზე მიანიშნა, სადაც ის ბიჭი იჯდა, გუშინ კაფეში რომ ნახა.

"მინი? ჰაჰ, კარგი ზედმეტ სახელი გამომივიდოდა."

ჰოსოკი მერხს მიუჯდა. რვეული ამოიხო და ხატვა დაიწყო.

- პირველივე დღეს დაგვიანება და მასწავლებლისთვის არ მოსმენა კარგს არაფერს მოგიტანს, ახალო. - ხმის პატრონს სათვალის ზემოდან ახედა. ნარინჯისფერი თმის დანახვისას ეშმაკურად ჩაიღიმა.

"არც შენ გქონდა კარგი დღე, ფორთახალა!"

როგორ უნდოდა ჰოსოკს ეს ხმამაღლა ეთქვა.

- თავი დამანებე. - უთხრა ჰობიმ.

- რას ხატავ მანდ? - ჯიმინმა რვეული გამოგლიჯა. - ჰაჰ. არ მიკვირს. შენნაირი ცხენები.

- რვეული დამიბრუნე! - აი თურმე რას გრძნობდნენ ის ბავშვები როდესაც ჰოსოკი დღიურებს ართმევდა.

- ჯიმინ, დაუბრუნე რვეული. - თვალები აატრიალა იუნგიმ.

- შაქარის სისხლში შაქრის დონემ მოიმატა, შაქრის ზედოზირება. ის ძალიან დატკბა. განგაშია! - თქვა ჯიმინმა თვალების ხამხამით.

- ჯიმინ...

- ძმაო სიცხე გაქ? რა გჭირს?

- დაუბრუნე მეთქი რვეული! მე და შენ კი მერე ვილაპარაკოთ! - იუნგიმ ხმას აუწია, რამაც ჯიმინი შეაშინა. მართალია იუნგი საშიში პიროვნება იყო, მაგრამ მაინც, ასე თუ ისე გაწონასწორებული იყო და ხმას არ უწევდა. ჯიმინმა შეშინებულმა დადო რვეული ჰოსოკის მერხზე.

- იუნგი ჰიონ, კარგად ხარ? - იკითხა ხმის კანკალით. შუგამ ხელი აიქნია და რვეულში წერა განაგრძო.

- მ-მადლობა. - თქვა ჰობიმ.

- მარტო იმიტომ დავაბრუნებინე, რომ ხმა ჩაგეგდო. - უხეშად უპასუხა იუნგიმ და ყურსასმენი გაიკეთა.

ცხოვრებაში პირველად არ ესიამოვნა იმის ყურება, სხვა როგორ იჩაგრებოდა.

ალბათ იმიტომ, რომ ჰოსოკი იმ კაფეში მუშაობდა, რომელიც ასე ძალიან მუშაობდა.

ჰომ, ალბათ ამის ბრალია...

Nobody Knows...Where stories live. Discover now