თავი ხუთი

196 21 16
                                    

- ჰიონ! გაკვეთილზე რა დაგემართა? - იკითხა გამწარებულმა ჯიმინმა. - ხომ გითხარი, ეს ბიჭია და უნდა მივასვათ-თქო?

- მაგის წუწუნის ატანა მეზარება. სხვა დროს რაზბორკები.

- რამე მოხდა? ჰიონ, ნუ გგონია მაკიაჟი ყველაფერს მალავს.

- გცოდნია რაც მოხდა და რაღას მეკითხები?! - უხეშად თქვა იუნგიმ და სახურავისკენ წავიდა. არც ერთი ბიჭი არ გაყოლია, ყველამ იცოდა რომ მისთვის სივრცე უნდა მიეცათ.

იუნგიმ სახურავზე კიდევ ერთი სხეული შენიშნა.

- ჰეი ახალო. - მიმართა იუნგიმ დამცინავად. ჰოსოკმა ცრემლი მოიწმინდა. იუნგი ისევ კარგ ბიჭობას არ აპირებდა. - რაო, პატარას არ ესიამოვნა დაცინვა?!

- არა. შენნაირები ჩემთვის არაფერს წარმოადგენენ. - ჯანდაბა, ესღა აკლდა. უხეში ბიჭი მისი კლასიდან.

- აბა მაშინ მტირალა, რა მოხდა?

- შენნაირი უგულო ცხოველი ვერ გაანალიზება რას ნიშნავს გტკიოდეს. - ჰოსოკი თვალებს უარესს და ფეხზე დგება.

- ხედავ, იმდენად ცუდი ხარ, ოჯახიც ზურგს გაქცევს. - რაღაც გულში ჩხვლეტდა, არ უნდოდა ამის თქმა. იცოდა, რამხელა ტკივილი იყო.

- ხოდა მაშინ არავის ეწყინება ახლა აქედან რომ გადავხტე! - თქვა გამწარებულმა ჰოსოკმა და სახურავია ბოლოს უფრო მიუახლოვდა.

- ზედმეტად საცოდავი ხარ იმისთვის რომ მოკვდე. - უთხრა იუნგიმ ჰოსოკს და ხელზე ძლიერდა მოქაჩა. ჰობიმ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და წაიქცა. იუნგი დაიხარა, სახე ახლოს მიუტანა და ჩუმად უთხრა. - პატარავ, თუ მოკვდები, ეს ან სიბერის ბრალი იქნება, ან მე გეტყვი, რომ ასე გააკეთო. ჩემი ნებართვის გარეშე ამ სამყაროს არ მოშორდები, გასაგებია?! - ხელი ლოყაზე მოუთათუნა. ჰობიმ თავი დაუქნია. - ახლა წადი გაკვეთილზე, მეც მინდა მარტო ყოფნა.

ჰოსოკი სწრაფად წამოდგა და კარისკენ გაიქცა.

ღმერთო, ნეტავ იცოდეს რატომ უჯერებს ამ პატარა ბიჭს.

Nobody Knows...Where stories live. Discover now