თავი ცამეტი

154 16 0
                                    

კიდევ ერთი უხასიათოდ დაწყებული ორშაბათი.

ჯონგუკი ორშაბათ დილას ყოველთვის ნერვებმოშლილია, თუმცა ნამჯუნმა და სოკჯინმა შეამჩნიეს, რომ ჩვეულებრივ მუდამ ჩუმად მყოფი, ხოლო თუ ლაპარაკობს, ვიღაცას გულს სტკენს, დღეს განსაკუთრებულად არ იყო სიცოცხლის ხასიათზე.

ამის შემჩნევა არც სხვებს გასჭირვებიათ. საკლასო ოთახში ყველა მერხი თუ მაგიდა გატეხილი, დაფა ჩამოგდებული ფარდები კი დახეული იყო, ჯონგუკი კი ოთახის შუაგულში გაშეშებული დგას და მკვლელი სახით იყირება, მასთან მისვლას ვერავინ ბედავს.

თითქმის ვერავინ.

- ჯონ ჯონგუკ! შე გაუზრდელო ბავშვო ეს რა იდიოტობა ჩაიდინე! ჯეიქეი გეფიცები სიცოცხლეს გაგიმწარებ ემოციების მართვას თუ არ ისწავლი! - ყვირის სოკჯინი და უმცროს კეფაზე ძლიერად ურტყამს.

- ჯონგუკ, შეგიძლია დამელაპარაკო, ხომ იცი არა? - მზრუნველად უთხრა ნამჯუნმა, თუმცა დამალვა სცადა, მის ხმაში მაინც ისმოდა ვედრება. ვედრება, უმცროსს ხმა ამოეღო. ვედრება, მისთვის დახმარების საშუალება მიეცათ.

ჯონგუკს ხმა არ ამოუღია ისე გავარდა კლასიდან. იცოდა, მის მეგობრებს მისთვის მხოლოდ კარგი უნდოდათ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვის გუშინდელი საქციელის შემდეგ აბსოლიტურად ყველაფერი ყელში იყო, მათ შორის მისი მეგობრებიც. გულის სიღრმეში, იცოდა, რომ ნამჯუნი და ჯინი არაფერ შუაში არიან, ამიტომ სანამ გაბრაზებულ გულზე ისედაც არეულ ცხოვრებას მთლიანად გაანადგურებს, არჩევს ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროს.

დაკეტილი საპირფარეშოსკენ გაემართა, იქ ხომ მაინც არავინ იქნება, არა?!

ის იყო, კარი უნდა გაეღო და შევარდნილიყო, რომ ხმა მოესმა. სიმღერის ხმა. თანაც ძალიან ნაცნობი, უნიკალური, რაღაც სასწაული, რაღაც ზეციური, მამაკაცური ხმა... მღეროდა... სასწაული იყო იმ წამს მისი ხმა, ბოხი, სულშიჩამწვდომი... ყველანაირი სიბრაზე წამში გაქრა, ჯონგუკის სახეზე ირონიულმა ღიმილმა გაიკვლია გზა.

"მართალი იყავი, ძებნა უნდა შემეწყვიტა, მაგრამ არა იმიტომ, რომ შენ გინდოდა, არამედ იმიტომ რომ მეპოვნე." გაიფიქრა და საპირფარეშოს კარი ოდნავ შეაღო. წამით სუნთქვა შეეკრა. მიზეზი გაურკვეველია, იქნებ იმიტომ რომ ამდენი ხნის ნანატრს მიაღწია?! ან იქნებ იმიტომ რომ საპირფარეშოში მყოფი ადამიანის სილამაზემ თავბრუ დაჰხვია? იქნებ ორივე...? არ იცის, მართლა არ იცის მაგრამ ყველაზე ნაკლებად ეს აინტერესებს.

- ვაუ, მხატვარი, მომღერალი, საოცარი ხმისა და სხეულის პატრონი... ღმერთმა თქვენს შექმნაზე დიდი დრო დახარჯა არ მეთანხმებით, ვი? - ჯონგუკის ხმას ირონია არ ტოვებდა, თუმცა რაც მართალია მართალია, ეს ბიჭი ადამიანი არაა. ანგელოზი უფროა.

დამხვედრს დიდი ფუმფულა ტუჩები აუთრთოლდა, თვალები გაუფართოვდა და შიშმა აიტანა.

ეშინოდა, ძალიან ეშინოდა.

თუმცა უნდა გავუგოთ, მას ხომ მოგონებები ტანჯავს...

**************************

თეჰიონის თვალთახედვა.

ვიციიი როოომ ცუდი გოოგოო ვააარ!! ძალიან პატარაა, ვიცი ვიციმ და ისიც ვიცი რომ მთავარი მიზნიდან ასე გადახვევაც არ შეიძლება... შემდეგი თავი საკმაოდ საინტერესოა და მალეც იქნება, აბა ჰე!

სარანჰე

Nobody Knows...Where stories live. Discover now