თავი რვა

164 18 12
                                    

- მიგასვეს ჰიონ. - სიცილით კვდებოდა ჯონგუკი.

- თუ არ გინდა შენივე საფლავი გაგათხრევინო, პირი დაკუმე და მიტრიალდი, იდიოტო! - უყვირა ჯინმა.

- ყველანი დაწყნარდით! - იყვირა ახალგაზრდა მათემატიკის მასწავლებელმა. კლასი გაჩუმდა. მან გაიღიმა და ნამჯუნს შეხედა. შემდეგ მჟავე სხით გახედა კლასს. - ვერ ვიჯერებ რომ ასეთი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი თქვენნაირი ტყიურების კლასში მოხვდა. ასეთი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი სიმპატიური ბიჭი! - ნამჯუნმა თვალები მაგრა დახუჭა.

"ჯანდაბა, მათემატიკის მასწავლებელსაც მოვწონვარ. როგორ ავუხსნა რომ გეი ვარ, ისე რომ ნიშანი არ გამიფუჭდეს?!?! რა ძაან მაგრა დამერხა! მარა... შეიძლება... არა ნამჯუნ! ეს არასწორია! მესმის, რომ მინდა ცოტა მოვარჯულო, მაგრამ პირადი მიზნებისთვის გამოვიყენო?!"

- თუ შეიძლება დაფასთან გამოდი. - ღიმილით უთხრა მათემატიკის მასწავლებელმა. "აი სწორედ ამიტომ ვარ ათეისტი!"

ნამჯუნი ყალბი ღიმილით გავიდა დაფასთან და არც მისი მასწავლებლის მზერა გამოჰპარვია რომელიც... შარვალზე უყურებდა?!?! უკვე ვერ იტანს ამ ქალს! ნუ ქალს რა, გოგოს. მაქსიმუმ 20 წლის იქნება. ნამჯუნი 15-ისაა. ნამჯუნმა განტოლების ამოხსნა დაასრულა და თავისი ადგილისკენ წავიდა.

- მისტერ კიმ. თუ შეიძლება გაკვეთილის შენდეგ ჩემთან მობრძანდით. - გაიგო მასწავლებლის ხმა. "რატომ ხალხო რატომ!" გაიფიქრა და ადგილს დაუბრუნდა სადაც ჩაბჟირებული ჯინი დახვდა.

- მომავალო სიძე, მასწს დაევასე? - თითქმის გაგუდულმა ჰკითხა ჯინმა.

- შენი დაა?! - გაკვირვებით იკითხა ჯუნმა. ჯინმა თავი დაუქნია და სიცილი განაგრძო. "ვსიო გადავიფიქრე! თვის ბოლოს ეს ბიჭი ჩემი შეყვარებული იქნება! მის დასაც მოვიშორებ და მასაც მოვარჯულებ!" ჩაიცინა და ჯინის ყურთან ახლოს მიიწია. - როგორც ჩანს საერთო ქრაში გყავთ. - ჯინს სიცილი სახეზე შეახმა.

Nobody Knows...Where stories live. Discover now