თავი შვიდი

186 16 16
                                    

- რა დამავიწყებს! მაშინ ნარცისი პრინცესა იყავი რომელიც მიმტკიცებდა, რომ ჰეტერო იყო და მე ვერ შემიყვარებდა. - სიცილით უპასუხა ჯუნმა. ჯინმა მხარზე უჩქმიტა.

- ღმერთო ჩემო! კიმ ნამჯუნ ნამდვილი თხა ხარ!

- კარგი ხო. სერიოზულად. სკოლაში ყველაზე სიმპატიური ადამიანი იყავი და ამასთან ყველაზე ნარცისიც. - ნამჯუნმა სიტყვა "სკოლაზე" ყურადღება გაამახვილა.

- ორაზროვანი გამოგივიდა.

- ასეც უნდა ყოფილიყო.

ორივე მოგონებებში გადაეშვა.

გაინტერესებთ ალბათ რა მოხდა, ასე არაა?

მოდით წარსულში დავბრუნდეთ.

*****************************
ნამჯუნი ახალ სკოლაში თავ-აწეული შედის. აქ უკვე თითქმის ყველამ იცის მისი სახელი. ის უკვე საკმაოდ წარმატებული ადამიანია. ახალ სკოლაში პირველი დღეა, ახალგაზრდებში ბევრმა იცის ვინაა სახელი და საკმაოდ ჭკვიანიცაა, აქ მისი წარსულის შესახებ არ იციან. რა შეიძლება წარიმართოს ცუდად?!

ნამჯუნი დირექტორის კაბინეტში შედის და მის მითეთებებს ისმენს, შემდეგ კი კლასში ათი წუთის დაგვიანებით შედის. კლასს თავს აცნობს (ვითომ ძაან სჭირდებოდა) და მასწაცლებლის მიერ მითითებულ ადგილას ჯდება, სულ ბოლო რიგში. მასწავლებელზე შთაბეჭდილებას მარტივად ახდენს და კლასისა და მასწაცლებლის გულს უფრო მეტად იგებს.

გაკვეთილის იმ 30-მა წუთმა, რომელსაც ნამჯუნი ესწრებოდა, ჩვეულებრივ ჩაიარა. გაკვეთილის დასრულებას ხუთი წუთი აკლდა როდესაც კარი შემოაღეს. კლასში ბიჭი შემოვიდა, რომლის გარეგნობამაც ნაჯუნის ყურადღება მიიპყრო.

"Sexy..." გაიფიიქრა და ტუჩაზე იკბინა. ბიჭი ნამჯუნის მიმართულებით წავიდა და მის გვერდით ადგილი დაიკავა. ბიჭს მეორე ბიჭიც შემოყვა. მას კისერზე პროფესიონალური ფოტოაპარატი ეკიდა.

- ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. პროექტისთვის ფოტოების გადაღება გვჭირდებოდა. სოკჯინს ნაცვლადაც მე ვიხდი ბოდიშს. - თქვა ფოტოაპარატიანმა ბიჭმა. მასწავლებელმა გაუღიმა.

- არაუშავს ჯონგუკ. მესმის. შეგიძლია ადგილი დაიკავო. - ბიჭი ნამჯუნის წინ დაჯდა და ჯინს მიუტრიალდა.

- ბოდიში მაინც გეთქვა! - ჩუმად უყვირა. სანაცვლოდ ჯინმა თვალები აატრიალა და ყურსასმენები გაიკეთა.

მასწავლებელმა კლასს დავალება მისცა და ზარიც დაირეკა. ნამჯუნი მომდევნო გეკვეთილისთვის შეუდგა მზადებას.

- გადადი. - გაიგო ცივი ხმა. გვერდით გაიხედა.

- უკაცრავად?! - წარბი აუწია ნამჯუნმა.

- მომისმინე ბიჭი, გეტყობა ახალი ხარ. ვიცი რომ სიმპატიური ვარ და მოგეწონე. ყველას მოვწონვარ, მაგრამ ჰეტერო ვარ და შანსები არ გაქ. ბოდიში მაგრამ უარით გისტუმრებ. გადადი. - ნამჯუნმა ხარხარი დაიწყო.

- ჯერ ეს ერთი, საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაგქვს და თან აქ შენს გამო არ ვზივარ. არც მასეთი სიმპატიური ხარ. მერე მეორე. მომეწონე? შეენ? მაპატიე მაგრამ სოფლელ პრონცესაზე მაღალი სტანდარტები მაქვს. მერე მესამე. რა დარწმუნებული ხარ რომ ჩემზე არ აგიდგება? - ირონიულად კითხა ნამჯუნმა.

- რამდენს ბედავ! იცი მაინც ვინ ვარ?! - ნამჯუნი მის ყურთან მიიწია და ჩუმად უთხრა:

- ეს შენ არ იცი ვინ ვარ, პატარა.

ნამჯუნი კმაყოფილი სახით გასწორდა სკამზე და ზარიც დაირეკა.

Nobody Knows...Where stories live. Discover now