თავი ექვსი

181 19 10
                                    

- ვიიიინ?! - იკივლა გამწარებულმა ჯიმინმა.

- ჯიმინ, უნდა გავუგოთ. - თქვა შუგამ.

- ჰიონ, ეგ ბიჭი არ მომწონს!

- ეგრე თავიდან არც მე მოგწონდი და ახლა დიდი სიამოვნებით მიზიხარ კალთაში! - უპასუხა ასევე გამწარებულმა შუგამ, რამაც ჯიმინი ისევ დააფრთხო. - მაპატიე, ხმას არ უნდა ამეწია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ, დღეს სკოლის სახურავოდან აპირებდა გადახტომას.

- სიტუაცია მეცნობა... - ჩაილაპარაკა ჯინმა. - ნეტა შენც იგივეს ხომ არ აპირებდი?

- მაგიტო მინდა გადარჩენა! მესმის მისი...

- იცი მაინც რა პრობლემა აქვს? - მწარედ კითხულობს ჯიმინი.

- კარგი, ხვალ განვაგრძოთ ამაზე ლაპარაკი. ახლა ყველა სახლებში. - თქვა ნამჯუნმა.

- გაკვეთილზე შევალ და სადისციპლინოს ავირტყავ მარა სახლში არ მინდა... - ჩაილაპარაკა იუნგიმ.

- ისევ? - იკითხა ჯინმა.

*flashback*

იუნგიმ სახლის კარი რაც შეიძლება ჩუმად შეაღო და ასევე ჩუმად დაიწყო ოთახისკენ სიარული.

- სად ჯანდაბაში იყავი? - გაოგო მამამისის ხმა.

- ისე ნუ მელაპარაკები თითქოს გადარდებდე.

- მადარდებს ის ფაქტი რომ მე მიწევს შენი რჩენა შე უმაქნისო ნაგავო! ოდესმე მადლობა გითქვამს, რომ აქამდე ჩემთან ცხოვრობ და ახალ დაბადებული ქუჩაში არ დაგტოვე?

- ნეტავ დაგეტოვე და ახლა მკვდარი ვყოფილიყავი. - თვალები აატრიალა იუნგიმ.

- რამდენს ბედავ შე უმადურო ნაბიჭვარო! - და აი ისევ ნაცნობი შეგრძნება. ისევ ის ტკივილი.

მაგრამ იუნგი ამას უკვე შეეჩვია. გინებასაც შეეჩვია. მაკიაჟის კეთებასაც შეეჩვია. ღიმილსაც შეეჩვია. დარტყმასაც შეეჩვია. იმასაც შეეჩვია, რომ ამ სამყაროში მისი ერთადერთი ოჯახი ის ხუთი ბიჭია.

Nobody Knows...Where stories live. Discover now