თავი თერთმეტი

169 19 2
                                    

რამდენიმე თვის შემდეგ, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე.

- ჰიონ, ხვდები რას მთხოვ? უკვე გითხარი მგონი, მაფიის საქმეებში არ მინდა გარევათქო, რამე ისეთი დამავალე, რომ ხელი არ გავისვაროთქო და შენ კიდე მეუბნები მიდი და ეს კაცი მოკალიო და ამ დროს მიზეზიც კი არ ვიცი! როგორ მოვკლა ადამიანი უმიზეზოდ?

- გინდა რო იცოცხლო?

- იმის ფასდ რო ვიღაც სხვა მოკვდეს რომელიც ჩემგან განსხვავებით შეიძლება უდანაშაულო იყოს? არა მადლობა.

- გუკი! გავიგე რომ გინდა აქაურობას მოშორდე მაგრამ სანამ ამას მოახერხებ მგონი მანამდე მამა უნდა დაარწმუნო რომ მასთან ხარ რომ აქედან ფეხებით გახვიდე და არა კუბოთი!

- ის ნაბიჭვარი რომელსაც ამ წამს მამაჩემი უწოდე, ადამიანის მოკვლას მე არ მანდობდა, სავარაუდოდ შენ დაგავალა და შენ კიდე ვიღაც ძუკნა გელოდება ოთახში და ამიტომ მეუბნები ამას, ასე რომ ერთი დიდი არა!

- ჯონგუკ, ორი წუთი მოკეტე და დაფიქრდი!

- უკვე დავფიქრდი და არა!

- იცოდე მამას ვეტყვი შენს გეგმებზე.

- ამით მის სიკვდილს დააჩქარებ. - თქვა უმცროსმა მხიარულად და გაიკრიჭა. - სანამ არ იტყვის რომ მაფია შენ გრჩება მანმდე მისი სიკვდილი ყველაზე ნაკლებად გაწყობს. - უფროსმა ცოტახანს მის წინ მდგარ გუკს უყურა, შემდეგ კი თავი გააქნია.

- მამამ დიდი შეცდომა დაუშვა მაშინ შენც რომ არ მოგკლა... - უმცროსის სხეული გზიდან ჩამოიშორა და ოთახიდან გავიდა.

ჯონგუკმა იცოდა რომ ძმა მას ვერ იტანდა. ისიც იცოდა რატომ. გუკის არაფრის ეშინოდა. შეეძლო სიკვდილისთვის თვალებში ჩაეხედა და დაეცინა. შეეძლო ნებისმიერი ტანჯვა აეტანა მაგრამ როდესაც რამეს იტყოდა ამას ასრულებდა. პირველად სწორედ ძმის წინ თქვა, რომ აპირებდა მამამისი ისე ეწამებინა, სიკვდილს შეხვეწებოდა. მისი ძმა კი მამას აღმერთებდა. როგორ შეიძლება არ შეგძულდეს ადამიანი რომელსაც შენთვის საყვარელი ადამიანის წამება უნდა?

Nobody Knows...Where stories live. Discover now