თავი ათი

181 20 20
                                    

მეორე დღეს ბიჭებმა მასწავლებელეს პრეზენტაცია ჩააბარეს და სკოლიდან გამოვიდნენ. მათ უკან ჯონგუკი და იუნგი წამოყვნენ, რომლებსაც ეუცნაურათ ბიჭებს შორის ცივილური დამოკიდებულება. ჯონგუკმა ორ უფროს ბიჭს ხელი ჩაჰკიდა და სკოლის მეორე შენობაში იმ კლასისკენ გაუძღვა სადაც ჯინს ფოტოებს უღებდა.

- გუშინ რა მოხდა. - მომთხოვნად იკითხა იუნგიმ. ნამჯუნი მას პირადად არ იცნობდა, ზედმეტად იყო დაკავებული უფროს ბიჭთან ჩხუბით და სკოლით.

- არაფერი. - გადაჭრით უპასუხა ჯინმა და კარისკენ წავიდა. გუკმა ამოიოხრა, ჯინი მხარზე გადაიგდო და ფანჯარასთან მერხზე მწარედ დააგდო. უფროსმა ტკივილისგან წამოიკივლა ამასობაში იუნგიმ კარი გადაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიგდო. - თქვენი დედაც თქვე გაუზრდელო ნაბიჭვრებო! - იკივლა ჯინმა. - ახხ! ჯონგუკ იცი რა მტკივნეულია??? ჯანდაბა გამეკაწრა! ჩემი ულამაზესი ბარძაყი! ნაკაწრზე ეს ჯინსი როგორღა ჩავიცვა? თქვენი დედაც ჩემზე საერთოდ არ ფიქრობთ?!?! - უმცროსი ბიჭები სიცილით კვდებოდნენ ჯინის რეაქციაზე. - საერთოდ არაა სასაცილო!

- ცდები, პრინცესა, ეს ძალიან სასაცილოა. - უთხრა იუნგიმ.

- ახლა კარგად მომისმინე პაპაჩემის ვირის მიერ ნახმარო ნახალოვკელო კატავ! გაბედავ და კიდევ დამიძახებ მდედრობითი სქესის აღმნიშვნელ ზედსართავს და დარწმუნებული იყავი რომ შენი სიცოცხლე დიდხანს არ გაგრძელდება!

- აუ მიდი რაა! მომკალი რა ძაან გთხოოვ! - გულწრფელად შეევედრა იუნგი.

- მაშინ მოკვდები როდესაც ამას მე გადავწყვეტ! სხვათა შორის, ეგ გრძელმკლავიანი მაისური სულაც არ ფარავს დასერილ ხელებს!

"ეს რა, დეპრესიულთა შეკრებაა?!"

- ღმერთო ნამჯუნ შენ მაინც მოყევი! - ყელში ამოსულმა იყვირა ჯონგუკმა.

- ჯინის დასთან ურთიერთობაზე იცოდით? - კითხა ჯუნმა. ბიჭებმა თავი თანხმობის ნიშნად დაუქნიეს. ნამჯუნმა ღრმად ჩაისუნთქა და ყველაფერი მოყვა. ჯინს თვალზე ცრემლი მოადგა.

Nobody Knows...Where stories live. Discover now