თავი თორმეტი

148 17 11
                                    

ჯონგუკი თვალცრემლიანი დაჯდა ბორდიულზე და მის წინ სპრეით მოხატულ კედელს შეხედა.

ჩახუტებულები იყვნენ, ცოცხლებს ჰგავდნენ. დიდ სიყვარულს ასხივებდნენ. თავიდან მართლაც შეყვარებული წყვილი გეგონებოდათ. თუმცა დიდი დაკვირვების შემდეგ აღმოაჩენდით იმას რაც ჯონგუკს ყველაზე მეტად მოსწონდა ამ ნახატში.

ერთს უკან სიმდიდრე ედო. ოქრო, ძვირადღირებული ტანსაცმელი, დიდება, ის რასაც მისი ეგრეთ წოდებული შეყვარებული ეტრფოდა. მეორეს კი უკან კავშირები ედო. პროკურორი მამა, იურისტი დედა, რომლებიც მათი შვილის "ცხოვრების სიყვარულისთვის" მტკიცებულებეს გააყალბებდნენ და ყველას დააჯერებდნენ, რომ ეშმაკი ანგელოზია.

მხოლოდ დიდი დაკვირვების შემდეგ აღმოაჩენდი, რომ ის თბილი აურა რასაც ეს შეყვარებული წყვილი ასხივებდა ყალბი იყო. თუმცა ჯონგუკმა მალევე შენიშნა, რომ მხატვარს მათ თვალებში ერთმანეთის ზიზღი ჩაუხატია. მათ სახეზე ღიმილი, ის რაც ნამდვილად სიყვარულს ასხივებდა, უშეცდომოდ იყო დახატული. დღემდე ვერ გაურკვევია გუკს ვინ და როგორ შეძლო ნახატზე ორი განსხვავებული ემოციის ასე ასახვა.

ერთადერთი რამ, რაც მხატვრის ვინაობაზე მიგვანიშნებდა ნახატის ქვედა მარცხენა კუთხეში მიხატული 'V' იყო, რომელსაც ხელოვანი ყველა ნახატზე ზუსტად ერთნაირად წერდა, თითქოს წლები ვარჯიშობდაო, რომ ყოველთვის ერთნაირი გამოსვლოდა.

პირველად ამ ნახატის ნახვის შემდეგ იმდენად მოიხიბლა, რომ ქალაქში იმავე მხატვრის დახატული ყველა ნახატი იპოვა. მას მერე, უკვე ერთი წელია, ყველანაირად ცდილობს მხატვრის ვინაობის დადგენას თუმცა ზემოთხსენებული ხელოვანი ზედმეტად ჭკვიანია და ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი ხატვას განაგრძობს და ყოველ ორშაბათ დილას მიყრუებულ ქუჩაზე ახალი ნახატი ჩნდება, ჯონგუკს ჭკუიდან შლის.

ჯონგუკმა ხმამაღლა ამოიოხრა.

- ვინ ხარ?! რატომ ვერ გპოულობ?! - თქვა და ბორდიულზე გადაწვა. - რა გრძნობებს ატარებ? რატომ ხატავ ასეთ რამეებს? საიდან გაქვს ამდენი გამბედაობა, რომ სიმართლე თქვა? - ცრემლები სდიოდა. - ნეტავ აქ მყავდე და შენთან გასაუბრება შემეძლოს. ალბათ როგორ დამეხმარებოდი...

Nobody Knows...Where stories live. Discover now