თავი თოთხმეტი

277 21 14
                                    

თეჰიონის თვალთახედვა

დამარტყამს. აი ახლა დამარტყამს. მეტყვის, რომ ვარცხვენ. ვიცი ახლა იზამს ამას. მაშინაც ასე იღიმოდა. ახლაც იღიმის. ახლაც უხარია, არა? არა თეჰიონ, არა. არ იტირო. ძალიან გთხოვ არ ანახო რომ გეშინია. გარკვევით ვგრძნობ როგორ ეხება ტყავი ჩემს ზურგს, როგორ ჩადის ძვლამდე. მტკივა, მწვავს.

- გთხოვ, დღეს ხომ არაფერი გამიფუჭებია. გთხოვ არაფერი დამიშავო. - დავიწყე ჩუმად ჩურჩული.

უკან იხევს და მისი სახე გაკვირვებულით იცვლება.

- ... ვი? - კითხულობს გაკვირვებული. ეს ხმა... ეს... ის მამაჩემი არაა...

- ჯონგუკ? - ვკითხულობ. კი ნამდვილად ისაა. ახლოს წამოვიდა. - არა, არაფერი დამიშავო. - ხელებს სახეზე ვიფარებ.

- ჰეი, დაწყნარდი. მე ვარ. არ ვიცი ვინ გგონივარ მაგრამ არაფერს დაგიშავებ.

ჯონგუკია. მაგრამ მისი გამომეტყველება ხომ ასე გავს მამაჩემისას? არა, ეს ჯონგუკი არაა. არა, ისაა.

- წადი. გთხოვ. - ხელებს უფრო მჭიდროდ ვიხვევ სხეულზე.
*****************
მესამე პირი.
*****************
უმცროსი უკან იხევს. ძალიან დაბნეულია. უფროსმა იცის ვინ არის. იქნებ... არა. მამამისი ამასაც ვერ ჩააშხამებდა ან იქნებ კი... უნდა გაარკვიოს. უფროსი მოკუნტული ზის, თუმცა სახე მაინც უჩანს. ჯონგუკი სწრაფად უღებს ფოტოს. მერე რა რომ ეს უზრდელობაა, ყველაზე ნაკლებად ეგ ადარდებს.

სწრაფად დატოვა საპირფარეშო და თავისი საკლასო ოთახისკენ გაეშურა. კიდევ კარგი გაკვეთილი ჯერ დაწყებული არ იყო.

- ჰიონ! - სწრაფად მივარდა ნამჯუნს. თავის შესაკავებლად უფროსს კისერზე გადაეკიდა.

- ჯანდაბა, ჯონგუკ, ცოტა ფრთხილად, ეგრე შეიძლება კისერი მომტეხო!

- ახლა მაგის დრო არ არის, ერთ ადამიანზე ინფორმაცია უნდა მოიპოვო!

- კარგი, მის შესახებ რა იცი. - სახე დაისერიოზულა ნამჯუნმა.

- ნუ... კაი. ამ სკოლაში სწავლობს და სურათი მაქვს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 12, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Nobody Knows...Where stories live. Discover now