13-ბინდისფერი.

815 104 12
                                    

დაღამდა ....მაგრამ ეს ღამე რატომღაც გამოირჩეოდა თავისი შეფერილობით სხვა ღაამებისგან,რადგან ბინდი გაადაფარებოდა გარემოს,ისე რომ შავ ღრუბლებში ჩაძირული დიდი მთვარეღა ანათებდა წყვდიადში ,მე კი ვიდექი აივანზე და ამ ყველაფერს ვუყურებდი,ცივი ნიავი უბერავდა რის გამოც უკვე მციოდა და გაადავწყვიტე ოთახში შევსულიყავი,მაგრამ თან იმაზე მეფიქრებოდა ჩემს გეგმაზე რა მექნა....მინდოდა რომ გამეგო რახდებოდა,ისიც მინდოდა ქაი უკეთ გამეცნო და გამერკვია რა საიდუმლოს მალავს,მაგრამ ცოტა არ იყოს უკვე ვყოყმანობდი..რადგან გარეთ უცნაური ღამეა,სხვებისგან რაღაცით გამორჩეული...ვუყურებ გარემოს და მაჟრიალებს,ვფიქრობ უკვე იქნებ არ ღირს გარეთ გასვლა?
თან ქაის გაფრთხილებაც თავში მიტრიალებს რომ 9-ის მერე ოთახი არ უნდა დავტოვოთ...მაგრამ ვის ანაღლვებს მისი წესები?
როდესაც საქმე ამხელა გაურკვევლობას ეხება,უკვე მგონია რომ ჯოჯოხეთში მოვხვდი!
ამდენი საიდუმლო,ამდენი გაურკვევლობა ,უცნაური წესები,ქცევები,ხალხი,მათი ცხოვრების სტილი და ეს უდიდესი ბნელი სასახლე...ნუთი არ უნდა ვიყო დაეჭვებული?
მგონი ეს ხალხი აპირებს რომ აქ გამომკეტონ და აღარ გამიშვან,მე კი ამას ვერ დავუშვებ...მირჩევნია ქუჩაში ვიყო ვიდრე ასეთი სახიფათო ადამიანების გვერდით!

"რაზე ფიქრობ პრინცესა?"და აი მომესმა აქამდე თავისთვის მოღიღინე ელის ხმა,მეჩვენება თუ სულ კარგ ხასიათზეა?
"პრინცესას ნუ მეძახი"ჩუმად ვუპასუხე ,ისე რომ დიდი ყურადღება არც მიმიქცევია მისთვის ,რადგან ჯერ კიდევ ჩემს ფიქრებში ვიყავი ჩაძირული
"ოოოო...ვიღაც ამ ბოლო დროს ძაალიან უხეშობს"მიპასუხა და მისი ნაბიჯების ხმაც მოყვა ამას,უკნიდან ნელა მიახლოვდებოდა და აი ვიგრძენი მოულოდნელად ხელები რომლებიც უკნიდან მომხვია "მხოლოდ ამ ნაყოფის გამო არ ამოგაჭრი მაგ პატარა ენას ,მაგრამ ვინ იცის რა გელის როდესაც ეს ბავშვი გაჩნდება"მის ამ სიტყვებზე თვალები გამიფართოვდა და ცოტა შევშინდი,მითუმეტეს მაშინ როდესაც მის სუნთქვასაც ვგრძნობდი ჩემს სახესთან ახლოს,ზედმეტად ახლოს იყო რაც უკვე დიდ დისკომფორტს მიქმნიდა,მაგრამ ყველაფეის მიუხედავად ძალა მოვიკრიბე და მისი ხელები მოვიშორე"ეს ბავშვი არ გაჩნდება..."მხოლოდ ესღა ვთქვი და მის სხეულს მოვშორდი,სააბაზანოსკენ წავედი ,რადგან ამ გოგოს თავს ვეღარ ვაღწევ!
თან თავისი სააქციელით ძაალიან დაძაბულს მხდის,მის გვერდით ყოფნა აღარ მინდა !
"ოოო რამე გეწყინა? მაპატიე თუ ცოტა უხეშად მომივიდა"ეს ცინიზმით სავსე ხმა გაამაღიზიანებლად ჩამესმა ყურში და უკვე კართან მყოფმა სახელურს ხელი გავუშვი და გააღიზიანებული მივუტრიალდი"ჩემგან რა გინდა? აქ რატომ ხარ...რას ცდილობ?"პირდაპირ ვკითხე,ზედმეტი შელამაზების გარეშე,რაზეც ცოტა სახე შეეცვალა...არ ელოდა რომ ასე პირდაპირ ვკითხავდი?

🥀❤️"მგლის გული"❤️🥀Onde histórias criam vida. Descubra agora