ჩანიოლმა მითხრა რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი,რათა რაღაც რაღაცები მარტოებს გაერკვიათ,ნუ მეც რა თქმა უნდა დავუჯერე რაც მითხრა და მანქანაში ჩავჯექი,შემდეგ კი ფანჯრიდან დავუწყე ყურება ჩანიოლის და ბექიონის საუბარს,მათი არ მესმოდა,მაგრამ ვხედავდი რომ მშვიდად საუბრობდნენ ,მე კი ინტერესით ვაკვირდებოდი ,რა არის ის რაზეც ასე მშვიდად ლაპარაკობენ?
რას განიხილავენ?
და აი ორიოდე წამში წამოვიდნენ კიდეც მანქანისაკენ,რაზეც სასწრაფოდ მოვშორდი ფანჯარას,არ მინდოდა დავენახე რომელიმეს თუ როგორ ვაკვირდებოდი და ვუთვალთვალებდი შორიდან...ეს ცოტა უხერხულია.
ჩანიოლმა მანქანის კარი გააღო და უბრალოდ თავი შემოყო,იმის მიუხედავად რომ მისი სიმაღლე ამის დიდ საშუალებას არ აძლევდა და არაკომფორტულად იყო ვატყობდი ,მაინც მიღიმოდა.
"აბა დროა წახვიდე...დავილაპარაკეთ მე და ბექიონმა იმაზე თუ რისი გააკეთება მოუწევს მას შენს გვერდით...მჯერა რომ კარგად იქნები კატერინა,გთხოვ შენს თავს და ბავშვს გაუფრთხილდი და არ დაგავიწყდეს რომ აქ მეგობრები გყავს..."ეს რომ მითხრა პატარაზე გამეცინა ,რადგან არავინ არა იმ სასახლეში ვისაც მეგობრად ვთვლი, ნუ ჩანიოლის და ლუჰანის გარდა !
ჩემს გამომეტყველებაზე ის მიხვდა თავის ნათქვამს და სიცილით მიამატა !
"ნუ მეგობრები თუ არა მხოლოდ ერთი მაინც ხო გყავს...მე არა? "მორცხვად მკითხა ,რაზეც მეტად გამეცინა.
ის ისეთი საყვარელი იყო!
"ჩანიოლ რა თქმა უნდა ხო,რატომ სვავ ამ კითხვას? ხომ იცი რომ ახლა შენს გვერდით არ ვიქნებოდი ეს რომ ასე არ იყოს...მხოლოდ შენ გენდობი ამ მომენტში"დავასრულე სიტყვები ცოტა სევდით სავსე ხმით,რაზეც ჩანიოლმა თავზე გადამისვა ხელი,ისე რომ სულ ამეწეწა და დამემუხტა კიდეც მგონი თმა.
"ნუ დრამატიკოსობ ,ყველაფერი კარგად იქნება გპირდები,მალე შენთვითონვე მიხვდები რომ ამად ღირდა...ეს ხომ სიყვარულ-"ამის გააგება და გააზრება იყო და სასწრაფოდ შევაწყვეტინე და არც დავასრულებინე!
"ჩანიოლ,გეყოფა! "
ის ქაის გულისხმობდა და სახეზეც ეტყობოდა რომ დამცინოდა.
"კარგი ხო ეს ერთხელ გეყოს,ისედაც მომავალში იმდენჯერ განმეორდება ეს,ცოდო ხარ"
![](https://img.wattpad.com/cover/183024282-288-k959532.jpg)
ESTÁS LEYENDO
🥀❤️"მგლის გული"❤️🥀
Fanfic"უკვე დიდი გოგო ხარ,ახლა შენს ხელშია შენი მომავალი და შენს გაადაწყვეტილებებზეა დაამოკიდებული როგორ იცხოვრებ მომავალში" ხშირად მეუბნებოდნენ ამას ჩემი მშობლები,ხოდა მეც დამოუკიდებლად გაადავწყვიტე ცხოვრება ,მათგან შორს.... დავიწყე ჩემი საკუთარი გაადაწყ...