05.

539 66 0
                                    


ტახტზე ვიჯექი და ვეფერებოდი ჰოლის, რომელსაც ჩემს კალთაზე ეძინა. სუს თავი ჩემს მხარზე ჰქონდა დადებული, სანამ ჩვენს წინ ტელევიზორის ეკრანზე ფილმი იყო ჩართული.

"ამ ფილმს მილიონჯერ ვუყურეთ. ყოველთვის ამას ირჩევ," სუმ ჩურჩულით მითხრა.

გავიცინე. "არ მახსოვს. პირველად ვუყურებ. თუ მოგბეზრდა შევცვალოთ."

"არა," სწრაფად თქვა. "მოვიტყუები თითქოს ესეც ჩემი პირველი ჯერი იყოს."

ამომხედა და გამიცინა, შემდეგ ისევ ტელევიზორს შეხედა.

"ჰოლის ძინავს." მე ვთქვი.

"გინდა თავის საწოლში წავიყვანო?" მან შემეკითხა.

"არა, მე წავიყვან." ჰოლი ნელა ავიყვანე და რაც შემეძლო ნაზად ჩავაწვინე საწოლში, რადგან არ გაეღვიძა.

ტახტს დავუბრუნდი და ამჯერად სუმ თავი კალთაზე დამადო, მზერა ისევ ტელევიზორისაკენ ჰქონდა მიპყრობილი.

"ღამდება," მე განვაცხადე.

იგი ღიღინებდა.

"არ მინდა ძილი," მე ვაღიარე.

მიმხვედრი ღიმილით ბუტბუტებდა.

"არ მინდა შენი დილით დავიწყება," მე ვთქვი.

ამჯერად სევდიანად გამიღიმა.

"მიყვარხარ," ვუთხარი.

კბილები დამიკრიჭა.

"რა? ამ სიტყვებს ყოველ ღამე გეუბნები?" მე შევეკითხე.

მან ჩაიკისკისა.

"რატომ იცინი? არ გიყვარს ამ სიტყვების ჩემგან გაგონება?" წარბები ავწიე.

კისკისს მორჩა. წარბები შეკრა.

"ბოდიში."

ამომხედა. "ნუ მიხდი ბოდიშს."

"მე არ შემიძ–"

"ნუ მიხდი," შემაწყვეტინა. "ნუ იტყვი ამას. კი, მიყვარხარ და არა, ტვირთი არ ხარ. კი, გული მტკივა, როცა მეკითხები თუ ვინ ვარ, მაგრამ არა, არ ვარ შენზე გაბრაზებული. და საბოლოოდ არა, არასდროს მიგატოვებ."

სიჩუმე.

არ მიკვირდა, რომ კითხვის გარეშე ყველაფერზე მიპასუხა. ალბათ, ბევრჯერ დამისვავს აქამდე.

"მოდი, ახლა დავწვეთ," მან თქვა და წამოდგა.

"არ მეძინება." მე დავიწუწუნე.

ხელები ჩამჭიდა და მომქაჩა, თუმცა არ გავნძრეულვარ.

"იტყუები. ფილმის ყურებისას ლამის ჩაგეძინა," მან ჩაიცინა.

თავი დავაქნიე. "არა, არ მინდა ძილი."

ხელები აიქნია. "მოდი რა. მეძინება. უკვე საღამოა."

"შეიძლება ერთად დავიძინოთ?" მე შევეკითხე.

"დილას გაგიჟდები, როცა შენს გვერდით აღმოაჩენ ქალს, რომელსაც არ იცნობ," მან თქვა.

"არ მაინტერესებს. შენთან ერთად მინდა დავწვე."

რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემს საძინებელში ვიყავით. საწოლზე ვიჯექი და ჩემს დღიურს ვუყურებდი. ამოვიოხრე და იგი გავხსენი, გვერდიდან კალამი ავიღე.

დღევანდელი ამბები ჩამოვწერე და იგი დავხურე.

საწოლზე ზურგით ვიწექი და სუს თავი ჩემს მხარზე ედო, ხელები კი წელზე ჰქონდა შემოხვეული.

"ნეტა შემეძლოს შენი გახსენება."

Hidden | ქართულად. ✓Where stories live. Discover now