09.

459 61 1
                                    

1 სექტემბერი, 2018 წელი.

"დღეს ჯონგუქის დაბადების დღეა."

"ვიცი." სუს სიტყვებზე თვალები გადავატრიალე.

"უნდა მოვემზადოთ. სახლში დღეს წვეულებას აწყობს," კარადის გამოხსნისას თქვა და ჩემს ტანსაცმლებს შორის ქექვა დაიწყო.

"რას აკეთებ?" შევეკითხე.

ღიმილით შემოტრიალდა ჩემსკენ. "ტანსაცმელს გირჩევ. შემიძლია?"

მხრები ავიჩეჩე, ამიტომაც გატრიალდა და არჩევა განაგრძო. შავი ჯინსები, შავი სვიტერი და შავი ტყავის მოსაცმელი აირჩია.

საწოლზე დააწყო და გაიღიმა. "გიყვარს შავი და მასში კარგადაც გამოიყურები."

თავი დააქნია, სანამ შავ ტყავის ქამარს და შავ ტყავის ფეხსაცმელს აიღებდა. ქვემოთ დააწყო და კმაყოფილი, კბილებდაკრეჭილი ღიმილით შემოტრიალდა.

"მოგწონს?" მან შემეკითხა.

მხრები ავიჩეჩე და საპასუხოდ ამოისუნთქა. "კარგია, რომ ახლა შენი თმა შავია. მოუხდება ტანსაცმელს."

თავი გადავხარე. "შავი არ იყო?"

"ხშირად იღებავ."  კომოდს მიუახლოვდა და ოდეკოლონებს დასუნა. "წინა თვეს პიტნისფერი მწვანე იყო და ორი თვის წინ ატმისფერი."

ერთ–ერთი სუნამო მომაწოდა. "ეს ვარგა. ახლა მე გავემზადები."

ამის თქმის შემდეგ ოთახიდან გავიდა. ტანსაცმელს შევხედე და შემდეგ ოდეკოლონს. საიდან იცოდა, რომ ამის ჩაცმა მინდოდა?

საათზე ნაკლები დროის შემდეგ ჩვენ ჯონგუქის სახლთან ვიყავით. ის თეჰიონთან ერთად ცხოვრობდა და გახარებული ვიყავი, რომ ეს მახსოვდა.

"გამომართვი." ჯონგუქს შეკვრა მივაწოდე და იგი გახსნა, სახეზე ღიმილი აეკრა. ამომხედა და კბილები დამიკრიჭა, თვალები ცრემლებით უნათებდა.

მიმიხუტა. "მადლობა, მადლობა, მადლობა."

"ეს უბრალო თამაშია. რატომ ტირი?"

უკან გამწია, ჩაისუნთქა და შემდეგ თავი გააქნია. "არაფერია, უბრალოდ ეს ძალიან ძვირფასია."

მატყუარა. თეჰიონს გავხედე და დამარწმუნებლად გამიღიმა, თუმცა ყალბად. ვიცოდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო, უბრალოდ ვიცოდი.

ნელა შევედი ჯონგუქის საძინებელში. დავრწმუნდი, რომ ვერავინ დამინახა. საწერ მაგიდას მივუახლოვდი და უჯრა გამოვხსენი, მის თამაშის დისკებს ვუყურებდი.

გავშეშდი, როცა ორი იმის მსგავსი შევნიშნე, რაც დღეს ვიყიდე. მას ერთი და იმავე თამაში ჰქონდა. ორი ცალი. მაგრამ რატომ–

უჯრა დავხურე და უკან გადავდგი ნაბიჯი, გავაანალიზე თუ რატომ იყო ტირილის პირას.  მივხვდი თუ რატომ იყო ჩემს გამო დამწუხრებული. მას წინა დაბადების დღეებზეც იგივე თამაში ვუყიდე.

Hidden | ქართულად. ✓Where stories live. Discover now