19.

420 58 0
                                    

14 ნოემბერი, 2018 წელი.

თვალები გავახილე და დავიბუზღუნე, როცა გავაანალიზე, რომ ორშაბათი იყო.

ნელა წამოვდექი და ჩემს მოსაწყენ საძინებელს შევხედე, მის უშნო კედლებს.

გავიზმორე და წამოდექი, სააბაზანოსკენ წავედი და სახე დავიბანე, შემდეგ სამზარეულოსკენ.

მაცივარი გამოვხსენი და თავი გადავხარე. ორი დღის წინ არ წავედი საყიდლებზე? მაცივარი თითქმის ცარიელი იყო. მხრები ავიჩეჩე და წყლის ბოთლი გამოვიღე და საძინებელში დავბრუნდი.

წყალი დავლიე, სანამ ტელეფონს გავხსნიდი.

ოთხშაბათი, 14 ნოემბერი, ეწერა.

თვალები დავახამხამე. აშკარად ივნისი იყო.

იქნებ ვინმემ მეხუმრა? გუშინ მარტო ვიყავი. იქნებ ტელეფონმა აურია. გადავდე და მაგიდისაკენ მივედი. სკამზე დავჯექი და გადავიხარე, ვუყურებდი დალაგებულ ფურცლებს, ფანქრებსა და კალმებს.

წინა ღამეს არეული იყო.

თავი გავაქნიე. რა ჯანდაბა მჭირდა?

ტელეფონმა დარეკა და ვუპასუხე.

"დილამშვიდობისა, იუნგი. როგორ ხარ?"

ჯინის ხმაზე დავმშვიდდი. "დილამშვიდობისა. კარგად, რავი. ასე ადრე, რატომ რეკავ?"

"უბრალოდ გამოწმებდი. როგორ მიდის დღე?" მან თქვა.

ოთახში მიმოვიხედე და თვალები ჩემს დაულაგებელ საწოლზე მივაშტერე. "უცნაურად. ტელეფონზე წერია, რომ ნოემბერია. ალბათ, რაღაც ჭირს. ოთახიც რაღაც ... ზედმეტად დალაგებულია ჩემთვის."

"არაუშავს. ტელეფონს არაფერი ჭირს." ჯინს ხმა დაურბილდა და თითქმის ჩურჩულისავით მომესმა.

"რას გულისხმობ?" შევეკითხე. "აშკარად ივნისია."

"არა, იუნგი. ნოემბერია და 2015 წელში არ ვართ. 2018 წელია," სერიოზული ხმით თქვა.

ჩავიცინე. "თითქმის დამაჯერე. ჰა ჰა. ანუ შენ შეცვალე? ტელეფონს ვგულისხმობ.

"არა," მან ჩურჩულით თქვა. "სამი წლის წინ, იუნგი, ავარიაში მოყევი. ანტეროგრადული ამნეზია გჭირს. ყოველდღე იღვიძებ და არ გახსოვს არაფერი გარდა ავარიამდე მომხდარისა. ვწუხვარ."

ღიმილი გამიქრა და ლოყები გამოვბერე. "ვაუ, რა ისტორიაა. რამდენი ხანი დაგჭირდა მოსაფიქრებლად?"

"სერიოზულად ვამბობ. დღიური გქონდა, რომელშიც ყველაფერს წერდი, მაგრამ გუშინ უმიზეზოდ დაწვი. მიმოიხედე. სადაა ჰოლი, იუნგი?"

ნერწყვი გადავყლაპე და მისაღებ ოთახში წავედი, ტელეფონი კვლავ ყურთან მქონდა მიტანილი.

"ჰოლი," დავიძახე. "ჰოლი! მოდი აქ!"

მაგრამ ჰოლი არსად იყო.

"ის წასულია. ვწუხვარ."

"მაგრამ... ვერ ვხვდები."

Hidden | ქართულად. ✓Where stories live. Discover now