20. დასასრული

869 74 33
                                    

3 აგვისტო, 2022 წელი.

3 აგვისტო, 2022 წელი.

მე მინ იუნგი ვარ და ანტეროგრადული ამნეზია მჭირს. მარტივად, ყოველდღე ვიღვიძებ იმის ცოდნის გარეშე თუ რა მოხდა იქამდე. ბოლო, რაც ყოველთვის მახსოვს 2015 წლის ივნისის ერთერთი დღეა

რაც ძალიან დიდი ხნის წინ იყო.

ჩვეულებრივ ვიღვიძებ და ძალიან ლამაზ ქალბატონს ვხვდები. ეს ჩემი შეყვარებულია, კიმ იუჯუ. ერთად უკვე სამი წელია, რაც ვართ.

 ეს ავარია? 2015 წლის 13 აგვისტო. 21 წლის ვიყავი. მანქანას ვმართავდი და სატვირთო ავტომობილის მთვრალი მძღოლი დამეჯახა. იუჯუ და მე ერთმანეთს 2019 წელის  ერთ დღეს შევხვდით, ყველაფერი მოვუყევი ჩემი მდგომარეობის შესახებ და ყოველდღე მე იგი ხელახლა მიყვარდებოდა.

კიმ იუჯუ სასიამოვნო ჩანს, ნეტა შემეძლოს ყველაფრის გახსენება,რაც ერთად გაგვიკეთებია. მძულს ის, რომ მას ჩემს შერყეულ გონებრივ მდგომარეობასთან უწევს გამკლავება.

'ჰოსოკმა ოცნებას მიაღწია. ახლა ქორეოგრაფია ამერიკაში. შეყვარებული ჰყავს, რომელიც უყვარს.'

'ჯინმა ძმასთან ერთად რესტორანი გახსნა. მასაც ასევე ჰყავს შეყვარებული, რომელიც უყვარს.'

'ნამჯუნი კოლეჯში პროფესორია. ის დაქორწინებულია და ერთი წლის ვაჟი, ჯიმინი, ჰყავს.'

'თეჰიონმა სწავლა დაამთავრა და მუსიკის მასწავლებელია. მაინც მარტოსულია.'

'ჯონგუქი ახლა ხელოვანია. კომიქსებს ხატავს და მისი ნამუშევრები წარმატებულია. ბავშვი ახლა დაქორწინებულია.'

'ეონი ჩემი ძმის შვიდი წლის ქალიშვილია.'

'ჰიონჯუ ჩემი ძმის სამი წლის ვაჟია.'

'დედა და მამა სეულში გადმოვიდნენ.'

'მოხული ქალი, რომელიც ჩემი ბინის გვერდით ცხოვრობდა და ღვეზელებს მაწვდიდა, გადავიდა.'

'ჯიმინი 2017 წელს გარდაიცვალა.'

'ჰოლი 2018 წელს გარდაიცვალა.'

'კიმ იუჯუ ყველაფერია, რასაც ვინატრებდი.'

Hidden | ქართულად. ✓Where stories live. Discover now