04.

643 67 0
                                    


"სად მივდივართ?" ფანჯარაზე თავის მიყრდნობისას შევეკითხე.

"შენთვის ნაცნობ ადგილას," სუმ მიპასუხა, თან თვალები გზისკენ ჰქონდა მიპყრობილი.

ჩემი ძმის სახლი დავტოვეთ და ახლა გზატკეცილზე ვიყავით.

მანქანა გაჩერდა და ღიმილით გადმოვედი, დაუყოვნებლივ ვიცანი ფრიალო კლდე. კიდეზე ჩამოვჯექი, როცა სუ ჩემთან მოვიდა და გვერდით მომიჯდა.

"ეს ადგილი გიყვარს," მან განაცხადა. "ხშირად მოდიხარ."

თანხმობის ნიშნად ვღიღინებდი და ცოტახნის განმავლობაში ჩუმად ვიყავი, სანამ ხმას ამოვიღებდი.

"როგორ შეგვიყვარდა ერთმანეთი?" შევეკითხე.

თავი გადახარა. "ვიცოდი, რომ შემეკითებოდი."

"ვგულისხმობ, როცა შევხვდით მე უკვე მქონდა ეს ამნეზია, ამიტომაც სანამ ერთად ვიქნებოდით, როცა გნახავდი ყოველთვის მეგონა, რომ ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო?" ჩემი დილის სიტყვები კვლავ გავიმეორე.

თავი დამიქნია. "რაღაც მსგავსი."

"და მერე?"

"და მერე ერთ დღესაც მითხარი, რომ გიყვარდი." მან თქვა.

"ერთ დღეში შემიყვარდი?"

"იცი, რომ სინამდვილეში ადამიანს შესაყვარებლად ოთხი წუთი სჭირდება?" მან ფაქტის მსგავსად განაცხადა.

ცოტახნით მას ვაშტერდებოდი, შემდეგ ისევ ჰორიზონტს გავხედე. 

"ერთ დღესაც გავაანალიზე, რომ მიყვარდი." მან გამიღიმა.

"რთული იქნება.

ყოველდღე გაღვიძება და ჩემთვის იმის თქმა, რომ ჩემი შეყვარებული ხარ, ერთი და იმავე კითხვებზე პასუხის გაცემა  და დაძინება იმის ცოდნით, რომ შემდეგი დღე ანალოგიური იქნება."

მხრები აიჩეჩა. "უბრალოდ ვთქვათ, რომ ასე ძალიან მიყვარხარ. მიუხედავად იმისა, რომ ადრე გამაგდე."

წარბები ავწიე. "გაგაგდე?"

მან ჩაიცინა.

"კი. ძალიან ბევრჯერ გითქვამს, რომ ვიტყუებოდი და მაგდებდი. ხანდახან უკან მიშვებდი, როცა დღიურს წაიკითხავდი და ხანდახან ზედმეტად ჯიუტი იყავი და არაფრის გჯეროდა, მე ზედმეტი გასაღები მაქვს და შემდეგ შუაღამით შემოვდიოდი, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ გეძინა."

თავი გავაქნიე.

"და შენ დარჩი? ჩემთან ერთად."

მან გამიღიმა და თავი დამიქნია, ცრემლები მის თვალებში ბრწყინავდა. შემოტრიალდა და თვალები დაახამხამა, სანამ კბილებს ფართოდ დამიკრეჭდა. შემდეგ ჩაიცინა და მხარზე თავი დამადო.

"ლამაზი სიცილი გაქვს," დაუფიქრებლად ვთქვი.

კიდევ გაიცინა. "ყოველთვის მაგას ამბობ."

"არ მიკვირს, რომ შემიყვარდი," ჩუმი ხმით ვთქვი.

არაფერი უთქვამს და მიუხედავად იმისა, რომ მის სახეს ვერ ვხედავდი ვიცოდი, რომ იღიმოდა.

"შენებურად ლამაზი ხარ, სუ." მე დავამატე.

თავი გააქნია.

"საკმარისია კომპლიმენტები. ვიცი, რომ მადლიერი ხარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ ვარ. მადლიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში მყავხარ, თუნდაც ყოველდღე მიწევდეს გაღვიძება და შენი, როგორც უცნობის ისე შეხვედრა. მიყვარხარ, იუნგი."

ჩუმად ვიყავი და ამოვისუნთქე. მე მართლაც მადლიერი ვიყავი. 

და მე იგი ნამდვილად მიყვარდა.

Hidden | ქართულად. ✓Where stories live. Discover now